logo_geo
ირაკლი შოთაძის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებაზე
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:00



მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდეომასალა საქართველოდან ატვირთული არ არის და შესაბამისი უფლების გარეშე, სხვა ქვეყნებში საგამოძიებო პროცედურები ვერ დაიწყება:

 

„ამ ფაქტებზე ის პირები, ყოფილი საჯარო მოხელეები, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ კადრების შექმნა-დაგროვებაში, პასუხისგებაში არიან მიცემული და მიმდინარეობს საქმეების არსებითი განხილვა. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგომლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას,  არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




 

right_banner
big_banner
არქივი