logo_geo
7 ნოემბრის საქმე - ვასილ მაღლაფერიძე ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ!
- +

29 ნოემბერი. 2016. 12:42


„2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის დეტალები ივანე მერაბიშვილმა 4 ნოემბერს გუბერნატორებთან თათბირზე განიხილა. მომიტინეგეებს სცემდა კუდ-ი, კეზერაშვილი ბიზნესმენებს ჩაიბარებდა, ადეიშვილის პროკურატურა კი სამართლებრივ საკითხებს მოაგვარებდა", - ამის შესახებ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ სასამართლოს მისცა.


მოწმის ჩვენებით, მერაბიშვილმა თათბირზე განაცხადა, რომ საპატიმროში მოხვედრილ ნაცემ და დარბეულ ხალხს ბაჩანა ახალაია მიხედავდა, საკითხის სამართლებრივ მოგვარებაზე კი გენერალური პროკურორი იზრუნებდა.


„არც ერთი არ გაუშვათ გაულახავი, ყველას უნდა დაენგრეს გვერდები, აგერ არის გენერალური პროკურორი და ნებართვას გვაძლევს, ეს კეზერაშვილმა ან ახალიამ თქვა. თქვენი უამრავი ნაცნობი დააშინეთ ან მოისყიდეთ, ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ეპარქიებს აფინანსებენ, რომ მღვდლებმა სისულელეების ლაპარაკი არ დაიწყონ მრევლში," - განაცხადა მაღლაფერიძემ.


მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, მერაბიშვილის მოყოლილი გეგმა, ჯერ მის მოადგილეს, შემდეგ სახალხო დამცველს, ხოლო 2008 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებსაც გააცნო.


7 ნოემბერს დარბეული აქცია, მერაბიშვილისა და უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას,  განცხადებით, ცალკეულ პირთა გადაცდომა იყო და არა სისტემური დანაშაული.


პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ყველაფრის საქმის კურსში ექს-პრეზიდენტიც იყო.


7 ნომებრის აქციის დარბევა გაერთიანებულია „ტელეიმედის" დახურვასთან, მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებთან. უფლებამოსილების გადამეტებასი ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.


სასამართლოს მორიგი სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი