logo_geo
თიკო სადუნიშვილი: 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია?
- +

8 დეკემბერი. 2016. 19:54



ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი პრესასთან აღებული დიდი პაუზის შემდეგ, თავისი ცხოვრების სიახლეებზე და პირადზე „სარკესთან" საუბრობს. მისთვის ტელევიზია მეორეხარისხოვანი გახდა, ბიზნესი დაიწყო, მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში „სახლი" გახსნა, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გართობისა და დასვენებისთვის.


- რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?


- ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ - დღემდე შემომრჩნენ  და დღემდე ვმეგობრობ მათთან, ახლა უკვე მათ მეგობარ გოგონებთანაც.


თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?


- ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.


- 2 კვირაში  ურთიერთობის დასრულებას როგორ ახერხებთ?


-  გიყიდიათ კაბა, რომელზეც მაღაზიაში  გადარეულხართ და მერე აღარ ჩაგიცვამთ?  იგივე შეგრძნება დამეუფლა მათი გაცნობის დროს. მერე კი გარდერობშიც  არ გავაჩერე  და მაშინვე გავაჩუქე.


- ბევრი პარტნიორი გყავდათ?


- ბევრი არ იყო. 31 წლის ვარ და 10 პარტნიორი უკვე ბევრია? შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლებიც, მართლა არ დამითვლია.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი