logo_geo
მარიამ კუბლაშვილი: ფაქტობრივად, დეპრესია მქონდა
- +

21 ნოემბერი. 2017. 16:58


 

ვინ ზრდის მარიამ კუბლაშვილის შვილს, როგორ დაიბრუნა მშობიარობის შემდეგ სასურველი წონა და რა სიახლეებია მის კარიერაში - ამ თემებზე იურისტი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს.

 

„სამ თვემდე მე გავზარდე, მაგრამ მერე იმდენად მივეჯაჭვე სახლს, გადავწყვიტე, ძიძა აგვეყვანა. წლისა და 5 თვის არის ახლა პატარა.

 

მართლაც რამდენიმე კილო მოვიმატე და ძალიან განვიცდიდი ამას. ვიცავდი დიეტას, სწორად ვიკვებებოდი და მაინც ვერ ვხდებოდი. ასეთი რამ არ დამმართნია. ფაქტობრივად, დეპრესია მქონდა. ვინც ახლა ასეთ მდგომარეობაშია, მინდა ვუთხრა, სანამ 6 თვე არ გავა მშობიარობიდან, არ უნდა ინერვიულოთ. ნეტავ მაშინ ვინმეს ეთქვა ჩემთვის ასეთი რამ. გავიდა 6 თვე და თავისთავად ჩავდექი ფორმაშიც.

 

ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია საადვოკატო სფეროში. ხელახალი არჩევნებია, უნდა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე. ამ პროცესებში ჩავერთვები თუ არა, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ. ვმუშაობ რამდენიმე სერიოზულ კომპანიასთან, ვემსახურები, როგორც იურისტი, ვიღებ კერძო საქმეებსაც. შეპყრობილი ვარ ამ ჩემი საქმით და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ლევანს ძალიან მოსწონს ჩემი საქმე და ყველანაირად მიწყობს ხელს",- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 








 

right_banner
big_banner
არქივი