logo_geo
ნინა სუბლატი: ჟიური არის ხიდი, არც იქით უნდა იყოს, არც აქეთ...
- +

21 ნოემბერი. 2017. 18:13



მომღერალი ნინა სუბლატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონკურსანტის სახით მოევლინა ქართულ მუსიკალურ ტელეშოუს, დღეს ჟიურის წევრია და ახალბედა კონკურსანტებს აფასებს. როგორ გრძნობს თავს ჟიურის წევრის ამპლუაში, ამაზე მომღერალმა „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

„რომ ვაკვირდები, ჩემსა და სხვა მონაწილეებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მე ყველა ტურში გამოვდიოდი ისე, როგორც კონცერტზე. მთელი კვირა ვემზადებოდი, ჩემთვის ყოველი გამოსვლა დღესასწაული იყო. სამი თვის განმავლობაში არ მქონია იმის განცდა, რომ კონკურსანტი ვიყავი. ახლა რომ ვუყურებ კონკურსანტებს, ძალიან ღელავენ და დარდობენ.

ჟიური არის ხიდი, არც იქით უნდა იყოს, არც აქეთ, ბალანსი უნდა დაიცვას. არც ისე უნდა შეაქო, იფიქროს, რომ საუკეთესოა და აღარ განვითარდეს, არც ისე უნდა შეაფასო, რომ ხელი ჩაიქნიოს და საკუთარ თავზე აღარ იმუშაობს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ ტყავშიც ვარ და თან არ ვყვები მათ მღელვარებას", - აღნიშნა ნინა სუბლატმა.








 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი