logo_geo
ნია წივწივაძე: ჭამა ძალიან მიყვარს
- +

13 დეკემბერი. 2017. 01:48



„მის საქართველო 2017" ნია წივწივაძე გახდა. ნია მანიკა ასათიანის მეუღლის, კალათბურთელ ბექა წივწივაძის დაა. ნიამ „ფორტუნასთან" ინტერვიუში კონკურსზე და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.


- ელოდებოდი გამარჯვებას?

 

- როცა კონკურსში მონაწილეობ, გაქვს სურვილი გამარჯვების, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არ ვიყავი. როცა გამომაცხადეს, არ ვიცი, როგორ გამოვხატე ჩემი რეაქცია, მაგრამ ძალიან დავიბენი (იღიმის). ძალიან გამიხარდა.

 

- სამოდელო გამოცდილება, როგორც ვიცი, გაქვს?

 

- მოყვარულის დონეზე, საზღვარგარეთ გახლდით და ესეც დამეხმარა გამოცდილების დაგროვებაში... სამი თვით გახლდით წასული, საქართველოშიც გამოვდიოდი ჩვენებებზე, გადაღებებზე, ვიცნობ ბევრ დიზაინერს. ალბათ, კამერასთან ურთიერთობის გამოცდილებაც დამეხმარა კონკურსის განმავლობაში.

 

- როგორი იყო კონკურენცია?

 

- ყველგან აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ იყო კონკურენცია ისეთი, როგორზეც გვსმენია. მაგალითად, საზღვარგარეთ ერთმანეთს რაღაცებს რომ უკეთებენ... პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ყოველხმრივ ვეხმარებოდით, მაკიაჟის გაკეთება იქნებოდა თუ ვარცხნილობის. გამარჯვება ყველამ გულწრფელად მომილოცა...

 

- რა არის შენი ინტერესის სფერო?


- ამჟამად პაირმენეჯერი ვარ ბავშვთა გამომცემლობაში. პარალელურად ვწერ სტატიებს ჩემს ბლოგზე, მოგზაურობებზე, პირად გამოცდილებაზე. ამ ბლოგს 16 წლიდან ვაწარმოებ. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი, აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ძალიან მიყვარს ცურვა. ბავშვობაში ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში იმდენად აქტიურია სპორტული მიმართულება, რომ შენი სპორტი აღარ გაგვაგონოო, მითხრეს...


- თავს როგორ უვლი?

 

- ძირითადად, ვცურავ. ასევე ტრენაჟორებზეც დავდივარ. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ცომეული და ქართული სამზარეულო. ვცდილობ, ბევრი წყალი დავლიო, თუმცა ალბათ, გენეტიკაც მიწყობს ხელს. ხშირად არ მივირთმევ ფასტ ფუდს. დილას დედაჩემი მახვედრებს ერთ ჭიქა თაფლიან წყალს, ვიღებ ბოსტნეულს


- მანიკა ასათიანისგან მიიღე რჩევები?

 

- რა თქმა უნდა. მანიკა ყველა მხრივ ძალიან გამოცდილია. მაძლევს რჩევებს, როგორ გამოვიდე სცენაზე და წარმოვაჩინო საკუთარი თავი. ასევე ძალიან მეხმარება ნუკა ყარალაშვილი. დღესაც, როცა მოვდიოდით, მარიგებდა, როგორ გამეცინა და მელაპარაკა. დიდი მადლობა ორივეს.


- ვიცი, რომ შეყვარებული ხარ...

 

- კი, მყავს შეყვარებული. ფეხბურთელი, ნიკა ჭანტურია. ორი წელია, ერთად ვართ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია. როცა ვუთხარი, რომ კონკურსში ვაპირებდი მონაწილეობას, გამამხნევა. სულ მეუბნებოდა, რომ შემეძელო, ჩემი თავი ყველგან კარგად წარმომეჩინა. მადლიერი ვარ მისი. ახლაც, აქ რომ მოვდიოდი, მწერდა, ნია, სარკეში ჩაიხედე, ყველაზე კარგი ხარო (იღიმის).

 

- არ უეჭვიანია?

 

- არა!.. როდესაც გავიმარჯვე, პირველი, რაც მითხრა: მე შენ მეამაყებიო. ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

 

- გათხოვებას ხომ არ აპირებ?

 

- ჯერ არა. ერთი წელი გათხოვების უფლება არ მაქვს.









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი