logo_geo
გია სურამელაშვილმა სარძლო დაიწუნა – მომღერალმა შვილს ქორწინება ჩაუშალა
- +

20 დეკემბერი. 2016. 22:07



ერთ დროს ცნობილი და ძალიან პოპულარული მომღერალი გია სურამელაშვილი საკუთარ შვილს დაქორწინების უფლებას არ აძლევს. 22 წლის ნუგო სურამელაშვილს კი საცოლე უკვე შერჩეული ჰყავს, მაგრამ სოფელ ძეგველი მაია ფირანიშვილი, სამამამთილოს გემოვნებაში ვერ ჯდება.


სურამელაშვილი თავის დამოკიდებულებას სარძლოს მიმართ არც მალავს და ხმამაღლა ამბობს, რომ მაია არ მოსწონს და შვილისთვის საცოლე უკვე შერჩეული ჰყავს. რას გაუგებ, მამის გადმოსახედიდან ვლაპარაკობო, ამბობს... ეშინია, რომ ამის გამო შვილთან კონფლიქტი გაუგრძ­ელდება, მაგრამ არ მოსწონს და რა ქნას... ნუგო სურამელა­შვილი 6 თვეა, რაც ციხიდან გამოვიდა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ის ბებიის ორმოცზე დააკავეს და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. მამისგან განსხვავებით, შვილს კამერებთ­ან პოზიორობა არ უყვარს და ამიტომაც მამის გვერდით ის თითქმის არ ჩნდება. როგორც გია ამბობს, ნუგო „ვაჟკაცი" ბიჭია და „ზედმეტობები" არ უყვარს.

 

გია სურამელაშვილი:


- გავიგეთ თქვენს შვილს ცოლი მოჰყავს, როგორ ემზადებით სამამამთილოდ?


- მე არანაირი სურვილი არ მაქვს ნამდვილად ამჟამად. ჩემთ­ვის მოულოდნელი იყო ძალიან, რა თქმა უნდა, წინააღ­მდეგი ვერ წავალ, მაგრამ...


- რა არის მოულოდნელი?


- ასე უცბად რომ გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. რა თქმა უნდა, მე არც წინააღმდეგობას გავუწევ, მაგრამ...


- იცნობთ მომავალ სარძლოს?


- არა, არ ვიცნობ. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი და უცბად გადაწყვიტა. მე ვთხოვე, დაფიქრდიმეთქი, ადრეც ჰყავდა რამდენიმე შეყვარებული. ახლა უცბად შეიჭრა როლებში და ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო, ცოტა ავღელდი.

- ესე იგი თქვენ შეაჩერეთ?


- ხო, ადრეც იყო, ორი თვის წინ, მაგრამ მაშინაც მე შევაჩერე. გუშინ უნდოდა მოყვანა და მე შევაჩერე. როდემდე შევძლებ, არ ვიცი.


- დამჯერი ბიჭია, ასე გამოდის...


- მე ძალიან და ზედმეტად ვუყვარვარ, ძალიან დიდ პატივს მცემს. კი, რა თქმა უნდა, მიჯერებს, კარგი მინდა მისთვის. თუ ძალიან, ძალიან მოინდომა, წინააღმდეგი ვერ წავალ. საქმე ისაა, რომ ძალიან უნდა ცოლის მოყვანა და, ალბათ, რაღაც სერიოზული გრძნობაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდოდა და შევაჩერე... მე მაინც მეშინია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ გატაცება. მინდა, რომ ეს ნაბიჯი ნამდვილად გამართლებული იყოს, არც თვითონ ინანოს და არც მე მეწყინოს, ვინერვიულო. დედამისიც წინააღმდეგია, ჩემი დებიც და საერთოდ, ოჯახი.


- შეიძლება ვთქვათ, რომ გია სურამელაშვილს სარძლო არ მოსწონს?


- შეიძლება ასეც ითქვას, მე ცოტა კრიტიკულად ვუყურებ და სა­ერთოდ, ცოტა პრეტენზიული ვარ მაგ საკითხში. მე არ მომწონს, მაგალითად. - ფიზიკურად, მატერიალურად თუ მაინც რა?.. - გადმოცემით ვიცი, რომ მატერიალურად ნამდვილად ნორმალური ოჯახია.

 

- პირადად შეხვედრიხართ სარძლოს?


- არა, პირადად არ მინახავს...


- თუ არ გინახავთ, რატომ არ მოგწონთ?


- ვიცი, ვნახე.



- ძალიან იშვიათია, როცა სამამამთილო იწუნებს სარძლოს...


- არა, ასე ძალიან ღრმად არ ვიწუნებ, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ცუდი თვალით დავინახე და ახლოს რომ ვნახავ... არ ვიცი, ვერ გეტყვით.

 

- როგორი უნდა იყოს თქვენი სასურველი რძალი?


- პირველ რიგში, მე უნდა ვუყვარდე ძალიან და რა თქმა უნდა, თავისი მეუღლე. ძალიან ლამაზი უნდა იყოს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მუსიკასთან რაიმე შეხება ექნება თუ არა. გარეგნობა იცი... ძალიან ბევრს ჭამს თვალი. მე არ ვამბობ, რომ შხვართი უნდა იყოს და მკერდიდან წამოსული ფეხები უნდა ჰქონდეს, მაგრამ „პრიიატნი", სასიამოვნო გარეგნობა უნდა ჰქონდეს, მთელი ცხოვრება უნდა უყ­ურო და უნდა გსიამოვნებდეს.


- ანუ თქვენი სარძლო ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს?


- რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხომ არ მომყავს ცოლად, ჩემს შვილს მოჰყავს. ჩემმა შვილმა გადაწყვიტა რამდენიმე თვეა უკვე, ადრეც შევუშალე ხელი...


- როდემდე შეძლებთ ხელის შეშლას?..


- ეს არ ვიცი. ძალიან ვინერვიულე გუშინ იმიტომ, რომ ყველა ვარიანტში მეგონა, რომ გუშინ მოხდებოდა ეს ამბავი. არაფერი არ ვიცი, სად იპარებოდნენ, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ყურმილი და­ვუგდე, მაგრამ მერე სერიოზულად რომ იყო საქმე, ვიფიქრე, ახლობლებმა უკვე ყველამ იცოდა და აშკარად რომ დავრწმუნდი, ტელეფონს ვუპასუხე.


- შვილის დაკარგვის გეშინიათ?


- გაპარვას აპირებდნენ, მოტაცებასავით, და ძალიან ვინერვიულე. ყველა ვარიანტში მეგონა, რომ გუშინ მოხდებოდა, იმდენად დავრწმუნდი, მაგრამ გამოდის, რომ კიდევ შევძელი შეჩერება.


- თუ არ დაგიჯერათ, რას იზამთ?


- რას ვიზამ, არ ვიცი. თუ არ დამიჯერა, რაც უნდა, ის უქნია.


-თქვენი ყოფილი მეუღლეც წინააღმდეგია ამ ქორწინების?


- ხო. ამ ეტაპზე არ გვინდოდა, რომ მოეყვანა, იმიტომ, რომ რაღაცნაირად ერთი წელი მაინც ხომ უნდა დარწმუნდე ადამიანში, რომ ნამდვილად გიყვარს და გინდა, ის ადამიანი შენს ცხოვრებაში იყოს.


- თქვენი შვილის ტელეფონის ნომერი რომ მოგვცეთ, შეგიძლიათ?


- არა. ძალიან ბევრმა სთხოვა ფოტოსესიებში მონაწილეობა და მთელი ცხოვრება წინააღმდეგია ამის. ცოტა ისეთი ბიჭია, არანაირი სურვილი არ აქვს, ჟურნალების გარეკანზე მოხვდეს. ვერ მოგცემთ ნომერს, ძალიან ეწყინება და ამ გაბრაზებულზე შეიძლება მეც ძალიან გამაბრაზოს. შანსი არაა, რომ დაგელაპარაკოთ.

 

- ერთი პერიოდი ნუგოს სამართალდამცავებთან პრობლემები ჰქონდა ხომ?


- კი ჰქონდა. გადაკიდებული ჰყავდა ადამიანი, შეკერილი საქმე იყო და ასე მოხდა, რაღაც სისულელის გამო ორი წელი იჯდა. მე ყველანაირად ვეცადე, მაგრამ თვითონ არც შეწყალება მოითხოვა და არც არაფერი. ცოტა ისეთი ბიჭია, სხვანაირს აწვება და ძალიან ვაჟკაცი, სხვა გაგების ბიჭია. ძალიან გაგიჟდა მაგ თემაზე. კიდევ რაღაც ჟურნალმა დამირეკა, მართალია, რომ მურმანის ეკლის როლს თამაშობთო? ეს ხალხი საერთოდ გაგიჟდა. გავაფრინე, ასეთი არაფერი მინახავს. სარძლოს მაია ჰქვია, გვარს ვერ გეტყვით. მერე უკვე იტყვის, რომ მე გითხარით ყველაფერი და არ მინდა, რა, რად მინდა პრობლემები. - რა პრობლემები უნდა შეგექმნათ?


- არ ვიცი, ძალიან თავისებური ბიჭია და ხომ შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ხდება. ხომ შეიძლება, სულ სხვა მოიყვანოს?


- რამდენი წლის არის მაია?


- წელს დაამთავრა სკოლა.


- სოფელ ძეგვიდან არის ხომ?


- კი.


- ახლა თბილისში ცხოვრობს?


- არ ვარ ამ დონეზე ჩახედული, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ადრეც რამდენიმე ვარიანტი იყო, ხან ვინ უყვარდა, ხან - ვინ და ამასთან აშკარად რაღაც სერიოზული ხდება და მე ნამდვილად საქმის კურსში არ მაყენებენ ხოლმე, რომ არ ვინერვიულო და საერთოდ, სხვანაირად მიფრთხილდებიან. გუშინ ძალიან დაიძაბა სიტუაცია და უკვე თვითონ მითხრა და უკვე დავრწმუნდი.


- რატომ ნერვიულობთ, რატომ გიფრთხილდებიან?


- ყველანაირად, მამა ვარ და ხომ ვნერვიულობ ბევრ რამეზე. ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც აპირებს, მინდა, რომ კარგი და სერიოზული ნაბიჯი იყოს. მე მაგისთვის მინდა ეს ყველაფერი, რომ კარგად იყოს. დარწმუნდეს იმაში, რომ ნამდვილად უყვარს, გესმის? თორემ მანამდე ვიღაცები უყვარდა, მერე სად წავიდნენ ის შეყვარებულები? ესე იგი, არ იყო ღრმა გრძნობა. ეს კაი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერ გეტყვით. ნამდვილად არ მინდა რძალი ამ წუთში.


- სარძლოების წინა ვარიანტებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებდა თქვენს გემოვნებას?


- ხო და რატომ ხდება ასე, რომ არავინ არ მომწონს, ვერ გავიგე. საშინელი გამოვედი ხომ?


- ხომ არ გყავთ ვინმე შერჩეული სარძლოდ, რომელიც ძალიან მოგწონთ და ამ ქორწინების წინააღმდეგი ამიტომაც ხართ?


- მყავს შერჩეული, მაგრამ ძალი­ან ადრე მყავს ბავშვი ნანახი, ჩემი მეგობრის შვილია და ამერიკაში ცხოვრობენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რომ ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ, უბრალოდ, ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა და სულ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს რძლად მინდამეთქი. ჩემს შვილს არ ჰყავს ნანახი და მეც რამდენიმე წელია, არ მინახავს, 18 წლის იქნება. ზაფხულისთვის აპირებენ ჩამოსვ­ლას და შეიძლება მაგიტომაც ვცდილობ, შევაკავო... მართლა არ მინდა შვილის ცხოვრებაში ურჩხული გამოვიდე. მე მგონია, შვილის ცხოვრებაში ყველა მშობელი ერევა და ნამდვილად არც იმ გოგოს არ აქვს არაფერი დასაწუნი. მე ვინც მინდა, ის ძალიან ლამაზია.


- თქვენს შვილს არ მოსწონს თქვენი შერჩეული ვარიანტი?


- ჩემს შვილს არ ჰყავს ნანახი, იმიტომ რომ ისინი წლებია, ამერიკაში ცხოვრობენ. ფოტოებით იცნობს. სხვათა შორის, მოეწონა, მაგრამ ფოტოებით სიყვარული არ ვიცი.

 

- რატომ, ერთი ნახვით სიყვარულის არ გჯერათ?


- უფრო ცხოვრებისეულად სჯობია. პირადად მე მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, იმიტომ რომ შემყვარებია და ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში. მართალია, უცბად არაფერი არ მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი ღმერთმა სამი წლის შემდეგ თავისი ფეხით მოიყვანა ჩემს საგრიმიოროში, ახლობელთან ერთად. სოლო კონცერტი მქონდა და იმ დღეს დავაგვიანე, კონცერტი 40 წუთის მერე დავიწყე, იმიტომ რომ საერთოდ გავითიშე, გამეყინა ხელები, ღმერთმა მომიყვანა თავისი ფეხით. ესე იგი რაღაცა არსებობს. სამი წელი ყოველდღე ვფიქრობდი ამ ადამიანზე, თვალებში მედგა სულ, ვიყავით მეგობრები, ძალიან სერიოზული და არანორმალური სიყვარული მქონდა. დღეს აღარანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მაგრამ სიყვარული დარჩა და დარჩა ჩემს ცხოვრებაში. ახლანდელი გადასახედიდან, მემგონი, ჩემს ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული მარტო ეს იყო. ბოლო დროსაც მქონდა სიყვარული და მეგონა, რომ ნამდვილი იყო, მაგრამ, რომ დავშორდით და ვფიქრდები, ნამდვილად არ ყოფილა ძლიერი სიყვარული. მემგონი, არის კიდევ ის მომენტი, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ორი ნაბიჯიაო, ნათქვამია. რაღაც სიძულვილისმაგვარი გრძნობა მაქვს ამ ადამიანის მიმართ, ცნობადი სახეა და რომ დავინახავ ხოლმე, საერთოდ ცუდად ვხდები.


- ჟურნალისტია?


- არა.


- ამ ყველაფრით იმის თქმა გინდათ, რომ ერთხელ ნამდვილად გიყვარდათ და ეს იყო თქვენი ნამდვილი სიყვარული?


- ბოლო სიყვარული ნამდვილად მეგონა, რომ სერიოზულად მიყვარდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ და როცა ვხედავ, ცუდი განწყობა მეუფლება. დღესაც, საყვარელ ადამიანებთან რომ მაქვს ურთიერთობა, სულ ვადარებ იმის სიყვარულს, მაგრამ არა, რა, ვერ ქაჩავენ.


- თავის დროზე თქვენს მშობლებს რომ შეერჩიათ თქვენთვის საცოლე და თქვენ ის მოგეყვანათ, ბედნიერი იქნებოდით?


- ძალით ვერ მომაყვანინებდნენ, მაგრამ მე თუ სიმპათია მექნებოდა... ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახში ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, მეუღლეს მალევე დავშორდი. ბავშვი, ვამჯობინე, ჩემთან გაზრდილიყო, იმიტომ რომ ბავშვი მიჩვეული იყო და ჩემთან იზრდებოდა.


- გინდათ, რომ თქვენი შვილიც თქვენნაირად ფიქრობდეს ოჯახზე?


- არა, როგორ გეკადრებათ? ღმერთმა დამიფაროს, მინდა, რომ ოჯახიც ჰქონდეს, შვილიც ჰყავდეს და მეუღლეც.





„პრაიმტაიმი" რამდენიმე დღე ეცადა, ნუგოსთვის მიეკვლია, თუმცა ამბის გახმაურების შემდეგ, პოპულარული მამის შვილი საგულდაგულოდ დაიმალა. რადგან გვითხრეს, რომ ნუგო სურამელაშვილი ძეგვში მამიდებთან ცხოვრობს, მისი მოძებნა სოფელში ვცადეთ. სოფელში თქვეს, რომ ნუგო ამჟამად არა მამისეულ სახლში, არამედ ახლახან დაქვრივებულ მამიდასთან, მაკასთან ერთად ცხოვრობს. როგორც იქნა, მამიდის სახლსაც მივაგენით, კარი შავებში ჩცმულმა ქალმა გაგვიღო.


- გამარჯობათ, მაკა თქვენ ბრძანდებით?


- არა, ნინო ვარ.


- ნუგოსთან გვინდოდა გასაუბრება...


- ნუგო არ არის აქ, ორი დღეა, თბილისშია წასული.


- იქნებ ტელეფონის ნომერი გვითხრათ?


- არა აქვს ტელეფონი, გატეხილი აქვს მობილური. ვერ გეტყვით, როდის მოვა, აქ არის ხოლმე, მაგრამ ამჟამად არ არის, ჩემს ნომერს გეტყვით და დამირეკეთ, თუ გამოჩნდება...


- თბილისში სად შეიძლება ვნახოთ?


- რა ვიცი, ვერ გეტყვით.

 

- სახლი სადა აქვს?


- სახლი არა აქვს.


მოგვიანებით ქალბატონ ნინოს დავურეკეთ იმის გასარკვევად, გამოჩნდა თუ არა ნუგო, თუმცა ტელეფონზე მან საკმაოდ აგრესიულად გვიპასუხა: - რა საქმე აქვს ნუგოს ჟურნალისტებთან? დაანებეთ ამ ბავშვს თავი, თორემ გიჩივლებთ, სადაც საჭიროა..


მოკლედ, გია სურამელაშვილის დამ ჩვენთან საუბარი აღარ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. გაგვიმართლა და ნუგოს საცოლესაც მალევე მივაკვლიეთ, ძეგვში მეზობლები ყოფილან. მაია საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის გოგონაა და ძალიან გაგვიკვირდა, რატომ დაიწუნა ის რჩეულის მამამ. სასიამოვნო გარეგნობა კი ჰქონდა, მაგრამ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა:


ნუგო სურამელაშვილის შეყვარებული თქვენ ხართ?


- რა მნიშვნელობა აქვს?


- ჟურნალისტი ვარ და ნუგო სურამელაშვილის შეყვარებულთან გვინდა გასაუბრება. თუ თქვენ ხართ, მაშინ თქვენ გაგესაუბრებით...


- კი მე ვარ.


- შეიძლება, ამ თემაზე გაგესაუბროთ?


- ერთი წუთით დამელოდეთ... მაია სახლში შევიდა და რამდენიმე წუთში ინტერვიუზე კატეგორიული უარი გვითხრა:


- ვერ დაგელაპარაკებით, არა...


- რატომ?


- გასარკვევია ბევრი რამ და იმიტომ.

 

- ჩვენ ამ თემაზე გია სურამელაშვილს ველაპარაკეთ და არ გვინდა, მის ნათქვამზე თქვენი კომენტარი არ იყოს.


- მაშინ მითხარით, რა თქვა?


- თქვა, რომ ის არ არის თქვენი ურთიერთობის მომხრე.


- არა, არა, საერთოდ არ მაინტერესებს, რაც თქვა ეგ, ალბათ, თვისი აზრია და მე გავარკვევ ყველაფერს. უბრალოდ, შეყვარებული არ ვარ და როგორ მოგცე ინტერვიუ?


- თქვენ არა ხართ ნუგოს შეყვარებული?


- არა ვარ, ხო, ეგ არის ტყუილი.

 

- თავიდან ხომ მითხარით, რომ თქვენი შეყვარებულია?


- ხო, უბრალოდ, ვიცნობ და რაღაც ურთიერთობა იყო, მაგრამ შეყვარებული არ ვარ.


- ვერ მივხვდი, ანუ დაშორდით ერთმანეთს?


- არ მინდა, ინტერვიუ რომ მოგცეთ და მისი აზრები სულ არ მაინტერესებს...


- გასაგებია, ურთიერთობა აღარ გაქვთ?


- არა გვაქვს, არა...


რთული სავარაუდოა, როგორ დასრულდება მაიასა და ნუგოს რომანი და გახდება თუ არა ძალიან მალე გია სურამელაშვილი მამამთილი. გიასა და მისი ცხოვრების დეტალებზე მისი მეგობარი ჟურნალისტი გვესაუბრა, რომელმაც ერთ დროს პოპულარული მომღერლის უიღბლო და უცნაური ქორწინების ამბავს ფარდა ახადა.

 

გია სურამელაშვილის მეგობარი ჟურნალისტი: - მე გიას ყოფილ ცოლს, მაია კვესელავას ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ, როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი წლებია არ უნახავს. შოკოლადი არ მოუტანია თავისი შვილისთვის, რა, იმიტომ კი არა, რომ მე რაღაცა... გიას ყოფილი ცოლია, გია ჩემი მეგობარია და გია უფრო მიყვარს. ჰქონდა ძალიან უაზრო ეჭვიანობა, რაღაცა აუტანელი გახდა თანდათან. იყო ისეთი წლები, რომ გიას პოპულა­რობა მართლა ძლიერი იყო, ხომ იცით, არა? მაგრამ გია, როგორც მამა, არის ძალიან მკაცრი, მინდა გითხრათ, უზომოდ უყვარს თავისი შვილი. მოსკოვშიც ჰყავდა, როცა იქ იყო, ლენინგრადშიც, იმიტომ რომ ბავშვი იყო უდედოდ, რა. მერე, ბებიაც რომ გარდაიცვალა, ქალბატონი ლია, ეს ბავშვისთვის სასწაული ტრავმა იყო, იმიტომ რომ იმ ქალმა და მამიდებმა გაზარდეს. მაია კვესელავას თავისი შვილი არ გაუზრდია, მოვიდეს და პირშიც ვეტყვი, იმიტომ, რომ მე ვარ ამის ცოცხალი მოწმე.


- სად ცხოვრობს გიას ყოფილი ცოლი ახლა?


- ქალი, რომელსაც პირადობის მოწმობა არ აქვს, სადღაც მამიდა ჰყავს და იმასთან არის შეკედლებული, მემგონი, დიდუბეში. მე არ ვურთიერთობ მასთან. არაფერი არ არის გარეგნულად, მაგრამ ბუ­ნებით არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ სხვის ოჯახში ვერ ჩაერევი. ერთი სიტყვით, რამდენიმე წლის მერე დაშორდნენ, მაგრამ შვილმა ხომ არაფერი დააშავა, არა? „არა მაქვს, არა მაქვს" - სულ „არა მაქვს"-ს გაიძახის. ცოტა მოიზარდა, პერანგიც არ უყიდია. ნუგოს მერე გაჭირვებები ჰქონდა და არც მაშინ არ ჰქონდა...

 

- მართალია, რომ ნუგო ბებიის ორმოცზე დაიჭირეს?


- არა, დაკრძალვაზე დაიჭირეს. ნუ, მე კი ვიცი ეს ყველაფერი დეტალურად, მაგრამ მე მაინც არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი და გიას მეგობრობა ისეთ რანგშია და თან ბავშვი ჩემს ხელში დაბადებული და გაზრდილია, რომ არ მინდა ვთქვა, თორემ ყველაფერი ვიცი თავიდან ბოლომდე. ბავშვი აპრილში 23 წლის გახდება.

 

- სწავლობს სადმე?


- არა. იცით, რა არის? ვერ გავიგეთ, საბოლოო ჯამში, რა უნდა და რა აინტერესებს.


- ყოფილი მეუღლე საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი არ არის, ხომ?


- არა, უბრალოდ, ჰქონდათ რაღაც ფიზიოლოგიური ურთიერთობა. როგორც ვიცი, გიაზე ექვსი წლით უფროსია, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დიდი ხანია, არ მინახავს, როგორც მახსოვს, დაბალია, მერე ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა. ერთხელ ისე გაამწარა გია, რომ ცხვირში „გლიჯა"...


-  ნუგოს საცოლე ჰყავს, ხომ?


- არ ვიცი, ბავშვს რანაირად უნდა ვატკინო გული. მე მაგ საკითხს ვერ შევეხები ვერანაირად, თუ სათქმელია, ბავშვმა თქვას თვითონ, მამიდები იქ არიან, იმათ გაზარდეს. გიას გეფიცებით, დამიჯერეთ, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ უტკენიათ გული, ამ დროს გია სულ სხვანაირი ბუნების არის, რა. მე ის ვიცი, რომ გია არის თავდადებული და იყო ყოველთვის ოჯახისთვის.


- გია რატომ არის ამ გოგოს წინააღმდეგი?


- გიას პოზიცია არის ერთი, რომ ჩემს შვილს ვინც უნდა, მეც ის მინდა, მაგრამ თვლის, რომ ჯერ ადრეა. რაშია საქმე, იცით? გიას რომ დედა გარდაეცვალა, ეს იყო სასწაული ქალი, ყველანაირად კარგი გაგებით და გია იყო დედამისის ფანატი. მამამისი არის მძიმე ავადმყოფი კაცი, ინსულტი ჰქონდა. მის დას, მაკას, ორი შვილი ჰყავს და სრულიად ახალგაზრდა გოგოს ქმარი გარდაეცვალა, რამდენიმე წლის წინათ. მეგობარს ეხმარებოდა, ჩამოვარდა და თავის ტრავმა მიიღო. ეს და მისი მეორე და ნინო, მასაც ჰყავს პატარა შვილი, წარმოიდგინეთ, რამხელა ტვირთი აქვს გიას. იმ დებსაც რაღაცნაირად ხომ სურს, რომ დაეხმაროს? იქით მამამისი, პლუს თავისი შვილი, რომელსაც უნდა ჩაცმა... რა ქნას ამ ერთმა გიამ? კიდევ ამან ცოლი რომ მოიყვანოს...


- გიასთან ერთად ცხოვრობს ხომ შვილი?


- ნახევრად მამიდებთანაა, იმიტომ რომ, ხომ გეუბნებით, გია მკაცრი მამაა. გია რომ ერთს გადაუბრიალებს თვალებს და ერთს რომ შეუყვირებს, ის უკვე მეორე ოთახშია, ან საერთოდ აღარ ჩანს. რამდენადაც თბილი და მოსიყვარულე მამაა, იმდენად მკაცრი და მომთხოვნია. ამხელა ოჯახი გიას კისერზეა, გოგოები უმუშევარი, ამდენი ბავშვი და ახლა ცოლი. ბავშვს, რომელსაც არ აქვს სამსახური, რეალური სპეციალობა, თუნდაც ხელობა, ცოლი კარგია, მაგრამ, რომ გავა ერთი წელი და იმას მერე შვილიც რომ გაუჩნდ­ება, განა ბაბუობა არ უნდა, მაგრამ ამ ერთმა გიამ რა ქნას? ნუგო ცოტა კი არ დაუჯდა საერთოდ გიას, ყოველთვის კარგად აცმევდა, აჭმევდა, ზღვას არ აკლებდა და მოსკოვი და ლენინგრადი არ დაუკლია...


- ამერიკაში ცხოვრობს გოგო, რომელიც გიას მოსწონს სარძლოდ?


- გაღმით შენა ხარ, გამოღმით მეო, ეს რეალური სურათი არ არის.


- ნუგო მამამისს ჰგავს?


- „კოპიო" მამამისია, ძალიან ჰგავს გიას.


- თვითონ არ კითხულობდა დედამისს?


- ის ქალი არის გაუცხოებული მისთვის, რა... შვიდი წელი იმ ქა­ლს არ მოუკითხია თავისი შვილი. ბებომ და მამიდებმა გაზარდეს, მისთვის ბებო იყო მთავარი და ძალიან დიდი ტრავმა მიიღო მისი გარდაცვალებით. გიას მეტი შვილი არ ჰყავს, იმიტომ, რომ იმ მაიამ იმდენი რამე გადაატანინა, რომ ცხოვრებაში აღარ შევქმნი ოჯახსო... მე მგონია, რომ გია არ მოიყვანს ცოლს, იმიტომ რომ მაგას დაფი­ცებულიც აქვს და ჩვენში რომ დარჩეს, დაგინებულიც... მაგას მთელი ცხოვრება ვინც უყვარს, მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ეგრე არ არის, რა. ხუთი წლის მერე რა იქნება, მე ეგ არ ვიცი... მე და გიამ გუშინ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ძალიან ბევრი სიახლეაო. გია თუ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, ეს არაფრით არ მოხდება უჩემოდ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, რომ ერთმანეთისთვის კბილის ამოღებაც არ დაგვიმალია.


- სად ცხოვრობს გია?


- წერეთელზე, „თელასი" რომ არის, ზედ გზაზე, იმ კორპუსში ცხოვრობს, მაგრამ ახლა აქ არ არის, კახეთშია. გია რომ არ არის, ნუგო მამიდებთან რჩება. ხშირად მიდიმოდის მცხეთაში, მაინც ახ­ლოს არის. იცით, მაგათ როგორი მამაშვილობა აქვთ, მემგონი, გია არაჩვეულებრივი ბაბუა იქნება, მაგრამ, ალბათ, ჯერ ცოტა ადრეა, რაა, მაგრამ ეგენი გადარეულები არიან და შეიძლება ორივ­ემ ერთად მოიყვანოს ცოლი, რა ვიცი. - ძალიან საინტერესო ქორწოლი იქნება... - მით უმეტეს, რომ გიას ჯვარი არ ჰქონია მაიასთან დაწერილი. ვიცი, რომ გია არის მორწმუნე და ვფიქრობ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, აუცილებლად სხვა რანგში აყვანილი იქნება. მაია მოიყვანა ცოლად იმიტომ, რომ უბრალოდ ლმობიერია გია, ფეხმძიმე იყო და ვეღარ მიატოვა.

 

- გლდანში ცხოვრობდნენ ადრე, ხომ?


- კი, როგორ არა, იქ ცხოვრობდნენ. გიაც ჩადიოდა ქობულეთში, მაგრამ ქობულეთში ის გაყიდეს მაიამ და დედამისმა. ადრე მაია, მემგონი, ამერიკაშიც იყო წასული სამუშაოდ. ვერ გავიგე მე მაგ ქალის, უთავბოლო ქალია. ვერც ეს ოჯახი შეინარჩუნა და დედამთილთანაც ვერ შეინარჩუნა ურთიერთობა, ვერ გავიგე, რა უნდა, დაბოდიალობს, დაბოდიალობს და თავისი ადგილი ვერ იპოვა, არც ცოლად ივარგა, არც რძლად და არც დედად. ჩემი მეგობარი ვისაც ეყვარება, მეც ის მინდა, ეს ვიცი მე. მინდა, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, გია ნამდვილად იმსახურებს დიდ სიყვარულს.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი