logo_geo
კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაკვლიეს
- +

17 აგვისტო. 2017. 16:43



ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდს მიაგნეს.

მეთოდის მიხედვით, ხდება სისხლის წინასწარი სკანირება, რომლის დროსაც დნმ-ის მუტაციურ ნაწილებს ახარისხებენ. ამით შესაძლებელია გამოიკვლიო კიბოს განვითარების ეტაპები მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვალზე, ფილტვებსა და საკვერცხეებში.


„როდესაც გვინდა დნმ-ის ცვლილების გამოვლენა, ფაქტობრივად ნემსს ვეძებთ თივის ზვინში და ეს პროცესი უკიდურესად რთულია", - აცხადებს კვლევის ავტორი ვიქტორ ველკულესკუ.


ახალ ტექნოლოგიებს მეცნიერები 138 დაავადებულებზე ამოწმებდნენ, რომლებსაც სიმსივნე საწყისს ეტაპზე ჰქონდათ. ონკოლოგიური დაავადება ახალი მეთოდით 86 პროცენტს გამოუვლინდა. ამის შემდეგ მათ 44 ჯანმრთელ ადამიანზეც ჩაატარეს იგივე ცდა, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო.



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი