logo_geo
საქართველოში 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 12:35


საქართველოში 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2 680-ით ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როცა საქართველოში შობადობა 59 249-ს შეადგენდა.


რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 1990 წელს ქვეყანაში დაიბადა 92 815 ბავშვი, 1995 წელს - 56 341, 2000 წელს - 48 800, 2005 წელს - 46 512, 2006 წელს - 47 795, 2007 წელს - 49 287, 2008 წელს - 56 565, 2009 წელს - 63 377, 2010 წელს - 62 585, 2011 წელს 58 014, 2012 წელს - 57 031, 2013 წელს - 57 878, 2014 წელს - 60 635 და 2015 წელს - 59 249.


აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭი, 27 682 გოგონაა.


 

right_banner
big_banner
არქივი