logo_geo
რამდენიმე საკაბელო ოპერატორი ხვალ, პროტესტის ნიშნად, „რუსთავი 2“-ს, „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს გათიშავს
- +

16 ოქტომბერი. 2017. 20:10


ხვალიდან, დღის12.00 საათზე საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიები საპროტესტო რეჟიმში გათიშავენ რამდენიმე ქართულ ტელეარხს, კერძოდ -  „რუსთავი 2"-ს, „კომედი არხს", „მარაოს", „იმედს", „მაესტროსა" და „ჯიდიესს".


აღნიშნულის მიზეზად აღნიშნული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა სახელდება.


როგორც საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, დამატებითი დეტალები, თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს არხებს, ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.


მათივე ცნობით, პრესკონფერენციას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამართავენ.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი