logo_geo
m2 ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას გეგმავს
- +

11 დეკემბერი. 2017. 20:17



კომპანია m2 თბილისში, „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებას გეგმავს. საუბარია ვაჟა ფშაველას კვარტლებსა და ქავთარაძის ქუჩაზე. კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, კომპანია საბურთალოს რაიონში ძველი ამორტიზებული კორპუსის ნაცვლად, ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები ძველი კორპუსებიდან ახალ საცხოვრებელ სახლში გადავლენ.


„ამორტიზებულ სახლებში მცხოვრებ პირებს m2 ბინების გადაცვლას ახალ აშენებულ ბინებზე შესთავაზებს. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ამორტიზებული შენობა დგას, დავიწყებთ მშენებლობას იმისთვის, რომ პროექტი კომერციულად მომგებიანი გახდეს. კონკრეტულად ქავთარაძეზე არის საშუალება, ადგილობრივებს შევთავაზოთ მათი საცხოვრებლის გადაცვლა ახალაშენებულ კორპუსებში იგივე ადგილას და იმავე ფართით. თუმცა არ გამოვრიცხავ, მოხდეს სხვა ლოკაციის შეთავაზებაც. ამას ბაზარი დაარეგულირებს, გააჩნია ვინ რა ფართს დათანხმდება", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ.


აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერია ინვესტორებს ხელს შეუწყობს:


„ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება და ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე და სავსებით შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება, შეთავაზება უნდა მოხდეს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის ფართების პირდაპირი გამოსყიდვა, მეორე - სხვა რაიონში კონკრეტული ფართის შეთავაზება, მესამე - „ხრუშჩოვკების" ადგილას იგივე ფართის შეთავაზება", - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო http://pirveliradio.ge


 

right_banner
big_banner
არქივი