logo_geo
კახა ბექაური: გვარამიას ალბათ ნოსტალგია აქვს...
- +

13 დეკემბერი. 2017. 02:16


 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მის შესახებ არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინვე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა დამახინჯებული დასკვნა კიდევ უფრო დაამახინჯა და სიუჟეტში ჩანდა, თითქოს მას მაგისტრის დიპლომი საერთოდ არ აქვს.


კახა ბექაურის განცხადებით, ნიკა გვარამიას ალბათ ძველი დროის ნოსტალგია აქვს და სურს, რომ მედია მისი ტერორის ქვეშ იყოს.


„გუშინ, ასევე ერთ-ერთმა სამაუწყებლო არხმა, კერძოდ „რუსთავი 2"-მა დამახინჯებული ფაქტები და არაკვალიფიციური დასკვნა კიდევ უფრო დაამახინჯა. „რუსთავი 2"-ის სიუჟეტიდან ისე გამოდიოდა, რომ მაგისტრის დიპლომი არ გამაჩნია, რაც აბსოლუტურად ტყუილია. თუმცა, ამ სამაუწყებლო არხისგან ეს გასაგებია, რადგან კარგად ვიცით, დღეს რა პოლიტიკას ეწევა არხი და მისი ხელმძღვანელი, ვისი ცენზურის ქვეშ მუშაობს არხი და ბატონი გვარამია. ყველამ კარგად ვიცით წინა ხელისუფლების დროს როდესაც მთელი მედიის ტერორი ხორციელდებოდა გვარამია სრულიად მედიის მთავრ ცენზორს და დამტერორებელს წარმოადგენდა. როგორც ჩანს ნოსტალგია აქვს, რომ ისევ მისი ცენზურის ქვეშ იმუშაოს მედიამ, მაგრამ ეს არ გამოუვა რადგან დღეს მედია სრულიად თავისუფალია. განხორციელებული რეფორმების შედეგად, რომელიც კომისიაში ჩვენი მუშაობის პერიოდში განხორციელდა დღეს  40 არხი ფუნქციონირებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ საქართველოში ის დრო აღარ დაბრუნდება და ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში მედია სრულად თავისუფალი იქნება, მათ შორის გვარამიაც იქნება თავისუფალი თავის ცენზურაში, სადაც უნდა და როგორც უნდა. ყველა სამაუწყებლო არხი  იქნება თავისუფალი და ტყუილის თქმაც დაცული იქნება, თუმცა საზოგადოება ბედნიერია რომ დღეს აღარ არის ერთი ინფორმაციის წყარო და ბევრი წყაროა   საიდანაც ინფორმაციის მიღება შეგვიძლია", - განაცხადა კახა ბექაურმა.










 

right_banner
big_banner
არქივი