logo_geo
აკაკი ბობოხიძე: Bitfury -ს დენის ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე მოსახლეობის
- +

14 იანვარი. 2018. 01:10

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოიძე Bitfury ჯგუფის მიერ ელექტროენერგიის ხარჯების გასაჯაროებას ეხმაურება და აღნიშნავს რომ მათი გადასახადები გაცილებით უფრო დაბალია იმასთან შედარებით, რასაც მოსახლეობა იხდის:


„კომპანია Bitfury_მა გამოაქვეყნა დენის ტარიფები რომლითაც ის სარგებლობდა წლების განმავლობაში და ეს ტარიფები 2016 წელს შეადგენდა 16,8 თეთრს, 2017 წელს - 12.3 თეთრს ხოლო 2018 წლიდან მისი ტარიფი ქინება 13.6 თეთრი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ეს ტარიფები ანალოგიურ პერიოდში თუ რას იხდიდა საქართველოს მოსახლეობა დენში და ისინი იხდიდნენ გაცილებით მეტს. ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში რომელიც არ ხარჯავს 100 კილოვატზე მეტს ანუ ერთი ნათურის მეტი არ აქვს ჩართული იხდის 14.5 თეთრს, მოსახლეობა რომელიც ხარჯავს 100დან 300 კილოვატამდე იხდის 18,5 თეთრს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს იხდის 23 თეთრს. “Bitfury”_ს მიერ გადახდილი თანხა დენის ტარიფში არის გაცილებით ნაკლები საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით.


Bitfury_მა გამოაქვეყნა მხოლოდ დეკემრბის თვეში მის მიერ დახარჯული ელექტრო ენერგიის რაოდენობა და მან შეადგინა 27 ათასი მეგავატი, ანუ “Bitfury”_მა დეკემბრის თვეში დახარჯა მეტი ვიდრე კახეთის რეგიონმა. "


ბობოხიძის განცხადებით მათი პრეტენზია ეხება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც აღნიშნულ კომპანიას 18 ჰექტარი მიწა ერთ ლარად გადასცა. ევროპული საქართველოს შეკითხვა არის თუ რა განსაკუთრებული საჭიროება დაინახა ხელისუფლებამ კომპანია Bitfury- სთვის რომ მიენიჭებინა განსაკუთრებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და რატომ არ აკეთებს იგივეს უფრო სტრატეგიული, მსხვილი და ქვეყნისთვის უფრო საჭირო ობიექტების მიმართ.


შეგახსენებთ რომ დღეს, Bitfury ჯგუფმა ელექტროენერგიის გადასახადები გაასაჯაროა. Bitfury ჯგუფის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით კომპანიას საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის იხდიდნენ ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ თბილისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, 2016 წლიდან, ინვესტორების მოზიდვის მიზნით კომპანიების განთავსებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნა დაიწყო, რითაც Bitfury ჯგუფთან ერთად არაერთმა კომპანიამ ისარგებლა. ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მაინინგის პროცესი არ წარმოადგენს მათ ექსკლუზიურ უფლებას. ამის დასტურია ის, რომ ფუნქციონირების მოკლე დროის განმავლობაში, სამმა სხვადასხვა ინვესტორმა კომპანიამ უკვე ააშენა მაინინგისათვის განკუთვნილი დატაცენტრები.


ბიტფიური ჯგუფს, ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ შეღავათიან ფასად ელექტროენერგიის მიღებაში, რამაც, მათი მტკიცებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასის ზრდა გამოიწვია.


გაიგეთ მეტი: ბიტკოინი, ელექტროენერგია, აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველო, Bitfury

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი