logo_geo
არამდგრადი ამინდი საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება
- +

14 იანვარი. 2018. 12:07



უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6-11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0-5 გრადუსი.


15 იანვარს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1-6 გრადუსია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც.


რაც შეეხება თბილისს, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15-16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 - 2 გრადუსია ნავარაუდევი.











 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი