logo_geo
მანანა კობახიძე: საახალწლოდ ყველაფერს მე ვამზადებ
- +

2 იანვარი. 2017. 19:10


 



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. როგორ მან „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, საახალწლოდ განსაკუთრებული ტრადიცია არ აქვს, თუმცა სამზადისში მონაწილეობას ყოველთვის იღებს.


- სად ხვდებით ახალ წელს?

 

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები.


- საახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?

 

- საახალწლოდ ყველაფერს მე ვამზადებ. ნაძვის ხესაც ვაწყობ, შვილებთან და მეუღლესთან ერთად, სასიამოვნო პროცესია, ამიტომ, ყოველთვის ვიცლი ამისთვის.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- არაფერი განსაკუთრებული. ახალ წელს ვხვდებით ისე, როგორც უმეტეს ქართულ ოჯახში, ჩვეულებრივ, საახალწლო სუფრით, კეთილი სურვილებითა და მომავლის იმედით.


- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყით, ფიქრობთ, რომ თუ კარგი მეკვლე შემოვა აუცილებლად კარგი წელი იქნება?

 

- ესაა რწმენა. ვფიქრობ, რომ ახალ წელს ვინც არ უნდა მოვიდეს, როდესაც ადამიანი ოჯახში შემოდის, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილია ოჯახის მიმართ. მე ასეთი განწყობით მივდივარ სხვებთან და მგონია, რომ ჩემს ოჯახშიც ასე მოდიან.


- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?

 

- ასე ერთის დასახელება მიჭირს, ალბათ ყველა ახალი წელი კარგია, მაინც სიახლეებთანაა დაკავშირებული.


- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?

 

- მინდა ყველა ოჯახში იყოს სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, კეთილდღეობა, ქვეყანას კი, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, წარმატებებსა და წინსვლებს ვუსურვებ.




 

right_banner
big_banner
არქივი