logo_geo
ნანი ბრეგვაძე: განსაკუთრებულად ორი ახალი წელი მახსენდა, კიევში და ნიუ-იორკში
- +

2 იანვარი. 2017. 19:14



მომღერალი ნანი ბრეგვაძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდება. „ქართულ აზრთან" საუბრისას, მომღერალმა აღნიშნა, რომ საახალწლო სამზადისში ახლა მონაწილეობას ვეღარ იღებს, თუმცა, ცდილობს, თავისი წვლილი დეკორაციებში შეიტანოს.


მისი თქმით, ახლა ისეთი დროა, რომ ყველა ადამიანს საკუთარ სახლში სურს ახალ წელს ყოფნა, ამიტომაც ნანი ბერგვაძის მეკვლე მისი კარის მეზობელია.


„ადრე, ჩემი მეგობრები, ნათესავები ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში, შესანიშნავი მხიარულება იყო. ახლა ცოტა სხვანაირი დრო მოვიდა, ყველას სახლში უნდა ყოფნა, მეზობელი თუ შემოვა მეკვლედ, შარშან იყვნენ და, ალბათ წელსაც მოვლენ. განსაკუთრებულად ორი ახალი წელი მახსენდა, კიევში და ნიუ-იორკში. კიევიდან ვბრუნდებოდი, როდესაც პრეზიდენტმა დარჩენა მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი, განსაკუთრებული კი, იმიტომაა, რომ სახლში არ შევხვედრილვარ ახალ წელს. რაც შეეხება ნიუ-იორკს, 31 დეკემბერს გავფრინდი, მქონდა ყველანაირად დაუვიწყარი კონცერტი, შევხვდი საინტერესო ხალხს, არაჩვეულებრივი 2-3 დღე იყო", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.


მომღერლის დიდი სურვილია, საქართველოში სიმშვიდე დამყარდეს და ქვეყანა აყვავდეს.


„ჩვენ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, საქართველოს დიდი პატივი უნდა ვცეთ. პირველ რიგში, შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მე მსურს, რომ ყველას შეუყვარდეს ქვეყანა, იზრუნონ ხალხზე. დამყარდეს სიმშვიდე, იყოს სიყვარული და პატივისცემა, ეს კი ააყვავებს საქართველოს", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.




 

right_banner
big_banner
არქივი