logo_geo
რატი გაჩეჩილაძე ნიკა გვარამიაზე: ყელში ამომივიდა და დავარტყი!...
- +

8 იანვარი. 2017. 00:53


 



რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და სცემეს. ინციდენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის შვილმა რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამია პირადი ანგარისწორების მიზნით თავს დაესხა.


„ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო, ყელში ამომივიდა, რომ დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი", - განაცხადა რატი გაჩეჩილაძემ.


რატი გაჩეჩილაძემ ვაკე-საბურთალოს სამმართველო უკვე დატოვა და ის ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.


შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 



 

right_banner
big_banner
არქივი