logo_geo
შეთანხმება მიღწეულია - გურიაში Zara-ს სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება
- +

10 იანვარი. 2017. 22:50


 

ENA Textile, რომელიც ZARA-ს პროდუქციას აწარმოებს,  გურიაში  სამკერვალო ფაბრიკას გახსნის. ინფორმაცია Myrest-ს გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ დაუდასტურა.


გუბერნატორის თქმით, მათ თურქული და ესპანური მხარიდან უკვე მიიღეს პროექტზე თანხმობა. მოლაპარაკების ოფიციალურად გაფორმება 10 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, უცხოელი პარტნიორები საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოფრინდებიან.


საწარმო ოზურგეთში  პროექტის ,,აწარმოე საქართველოში ფარგლებში" აშენდება, გია სალუქვაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 5,5 მილიონი ლარია. 


ZARA - კომპნია Inditex-ის წამყვანი სავაჭრო ქსელია, რომელიც ესპანელ მაგნატს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის, ბრენდის მთავარი ოფისი ქალაქ ლა-კორუნიაში მდებარეობს, სადაც 1975 წელს პირველი მაღაზია გაიხსნა.


წყარო: Myrest.ge

 

 

 

right_banner
big_banner
არქივი