logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
- +

31 დეკემბერი. 2017. 15:59



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დიდი მადლობა 2017 წელს!

 

სწორედ ამ წელმა გამოაჩინა ადამიანების ის კატეგორია, ვინც მხოლოდ ბოროტებითა და სიძულვილით ცდილობდა ჩემს დაკნინებას... ისინი, ყველა აკრძალული მეთოდით მებრძოდნენ... მიუხედავად ამისა, მე მათ პასუხი მხოლოდ ჩემი სიძლიერით გავეცი...

 

მადლობა უფალს იმისთვის, რომ ყველა ის მეგობარი, ვინც მთელი ცხოვრება ერთგულად მომყვება ჭირსა თუ ლხინში, ერთმანეთს კვლავ სიყვარულით და ერთგულებით ვაძლიერებთ!

 

მადლობა უფალს იმისთვის, რომ 2017 წელი ჩემა დიდმა ოჯახმა, წარმატებითა და ჯანმრთელობით გალია... მთავარი ხომ სიცოცხლეა და ახალ წელს ჩვენ ყველანი ერთად, უკლებლივ ვხვდებით!

 

2017 წელს იყო ბევრი წარმატება ქვეყანაში და იყო ასევე, ბევრი ეკოლოგიური ტრაგედიებიც, თუმცა საერთო ჯამში, ქვეყანა მშვიდობიანად ხვდება ახალ წელს!

 

იყო ასევე, უამრავი მოულოდნელობაც... ადამიანთა მსხვერპლიც... ასევე მოხდა ისეთი ფაქტებიც, როცა მოულოდნელად გარდაიცვალნენ ძალიან კარგი ადამიანები, იყო დიდი ტკივილი და იმედგაცრუება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და სიცოცხლე კვლავ განაგრძობს სიკვდილზე გამარჯვებას!...

 

ისღა დაგვრჩენია, მშვიდობიანად გავაცილოთ მისი უდიდებულესობა - 2017 წელი და შევეგებოთ ახალ 2018 წელს!

 

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს თითოეული თქვენთაგანისთვის და ქვეყნისთვის!

 

ბედნიერები და წარმატებულები იყავით ადამიანებო!" - წერს ლიპარტელიანი.



 

right_banner
big_banner
არქივი