logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, დაბადების დღეს გილოცავთ!
- +

4 იანვარი. 2018. 14:21



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„85 წლის წინ, 4 იანვარს გიორგი შიოლაშვილის და ნატალია კობაიძე-შიოლაშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, ერეკლე-ირაკლი,

 

მშობლებმა ჩვილი ორჯონიკიძის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მონათლეს, ნათლობის წესი აღასრულა არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი), ყმაწვილის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი)...

 

1957 წლიდან ირაკლი აწ უკვე ილია, ჯერ მღვდელმონაზონი, შემდეგ ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თავდავიწყებით ემსახურება სამშობლოს და დედაეკლესიას.

 

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, დაბადების დღეს გილოცავთ! გვინდა კიდევ დიდხანს გვყავდეთ მომავლის იმედად, მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე", - წერს ვარდოსანიძე და ფოტოებს აქვეყნებს. 


 

გიორგი და ნატალია შიოლაშვილები. 

 

 

 

არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი).

 

 

 

მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
big_banner
არქივი