logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაცებო“, შეუკვეთეთ ვარდები აეროპორტში ბორკილებიანი საერთაშორისო მაწანწალას დასახვედრად
- +

5 იანვარი. 2018. 18:32



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი განხორციელდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა, დამნაშავედ ცნო იგი და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჰქონდა წაყენებული. სასამართლომ დღეს დაადასტურა გამოძიების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომ სააკაშვილმა კუდ-ის ხელმძღვანელს დათა ახალაიას გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის. სააკაშვილის მატროსოვზე შესახლება ძალიან მალე მოხდება, რადგან უკრაინა არ აპირებს მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილის ქვეყანაში დატოვებას და გეგმავს მის საქართველოში ექსტრადირებას. ასე რომ, „ნაცებო", შეუკვეთეთ ვარდები აეროპორტში ბორკილებიანი საერთაშორისო მაწანწალას დასახვედრად", - წერს მჟავანაძე.









 

right_banner
big_banner
არქივი