logo_geo
გია გაბრიჭიძე: ის, რომ სისხლიანი დიქტატორი ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდა, სამწუხაროა?
- +

5 იანვარი. 2018. 20:24

 


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა".

 

განაჩენი გამოცხადდა. ვიმედოვნებ, რომ პირველია და კიდევ მოვისმენთ ფრაზას - მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის... მუხლის შესაბამისად.

 

ახლა რა მინდა ვთქვა: საზიზღრობაა როცა ისმის ფრაზა - სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცნობილ იქნა დამნაშავედ!

 

რატომ არის სამწუხარო?

 

ის, რომ დიქტატორი, სისხლიანი დიქტატორი ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდა, სამწუხაროა?

 

„კანონი უნდა აღსრულდეს, თუგინდ ქვეყანა დაიქცეს!" - ამას ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ. ხალხი, რომლებმაც ნახეს ნერონი და ნახეს კალიგულა.

 

„სამწუხაროა, რომ ნიურნბერგის პროცესზე მოსამართლემ გერმანიის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი განაჩენი გამოუტანა!" ეს გინდათ თქვათ?

 

დიახ, სამწუხაროა ის, რომ ეს განაჩენი ასე გვიან დადგა და სწორედ იმიტომ არის სამწუხარო, რომ სამართლიანობის აღდგენის ასე დაგვიანების შედეგებს ძალიან მწარედ ვიმკით.

 

ასე რომ ჩემო „ლაითებო", არ გინდათ ეს „ფოკუსები", ვითომდა ძალიან ცივილიზებულები და გულმოწყალენი ხართ! ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი, რომ ისე გადაუვლით ქუჩაში მდგარ, ხელგაწვდილ ბავშვსა და მოხუცს, რომ თვალსაც არ დაახამხამებთ!

 

მსგავს შეფასებებში „ნაცებს" უფრო ვამართლებ. ვამართლებ ორი მიზეზის გამო, ვიდრე იმათ, ვინც ტელეეკრანებიდან კეკლუცობს და რატომღაც მგონია, რომ ტვინის რომელიღაც უჯრედში, უკიაფებთ აზრი - რა იცი რა ხდება!" - წერს გაბრიჭიძე.











 

right_banner
big_banner
არქივი