logo_geo
ცოტნე გამსახურდია: გაცილებით უარესები ხდება სხვა ქვეყნებში, გაცილებით ნაკლებ საფუძველზე დაყრდნობით!
- +

6 იანვარი. 2018. 12:43



თქვენ, ვინც გუშინ დაღუპულ, თქვენს დამცველ სპეცრაზმელზე, ვანო გოლოშვილზე, ცრემლებს აღვარღვარებდით, მეორე დღეს მისი მკვლელის თანამზრახველისა და მეგობრის მხარე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე რატომ დაიჭირეთ?!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ალბათ საქართველოში ათი ქართველი არ იცნობს ჩეჩნებს ჩემზე კარგად. ბევრი მეგობრები, ძმადნაფიცები მყოლია და მყავს, ისევე როგორც მტრები. ვიცნობდი ყველა კატეგორიის ადამიანებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ისლამისტებს, ტერორისტებს - რეალურსა და ეგრეთ წოდებულებს, მახსოვს ჯოჰარ დუდაევის მამა-შვილური მხარდაჭერა ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში... (სხვათა შორის, ჯოჰარმა ისლამიზმი და დღევანდელი სიტუაცია 23 წლის უკან იწინასწარმეტყველა).

 

არა მგონია რომ ვინმეს ეხალისებოდა 19 წლის ბიჭის ამოჩემება და განზრახ, ამხელა სახელმწიფო რესურსით დემონსტრაციული მკვლელობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მისი ფბ-გვერდიც საკმაოდ ბევრ ინფორმაციას შეიცავდა ტერორიზმისა და შაჰიდებისადმი (თვითმკვლელი მებრძოლები, რომელთაც წმინდანებად რაცხენ) სიმპათიებით, საეჭვო პირებთან კონტაქტებითა და მეგობრობით რეალურ და ვირტუალურ სამყაროში, და ა.შ. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მისი ქცევა, ნაწერები და მოძრაობა მინიმუმ ეჭვის საფუძველი გახდებოდა და მისი დაკავების მცდელობა სრულიად კანონიერი იყო. ახლა იტყვიან ვიღაცები - ეს არაა მტკიცებულება, ის არაა მტკიცებულებაო, სასამართლოო... გაცილებით უარესები ხდება სხვა ქვეყნებში, გაცილებით ნაკლებ საფუძველზე დაყრდნობით! რადგან საზოგადოებისადმი პოტენციური საფრთხე განუზომლად დიდია შეცდომის ფასზე!

 

სხვა საქმეა, რა მოხდა იმ მომენტში, თუმც მისი ოჯახის წევრებს სჯობდა ადრე მიეხედათ მათი შვილის ინტერესებისა და წრისათვის! თქვენ კი, ვინც გუშინ დაღუპულ, თქვენს დამცველ სპეცრაზმელზე, ვანო გოლოშვილზე, ცრემლებს აღვარღვარებდით, მეორე დღეს მისი მკვლელის თანამზრახველისა და მეგობრის მხარე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე რატომ დაიჭირეთ?!

 

ამ გზააბნეულ ახალგაზრდას გამოჯანმრთელებას და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებას ვუსურვებ..." - წერს გამსახურდია.




 

right_banner
big_banner
არქივი