logo_geo
ბექა მჭედლიშვილი ოთარ აბესაძეზე: რა გინდათ, ფიზიკურადაც მოკვდეს და გაიხარებთ?
- +

6 იანვარი. 2018. 21:34



„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რაც მთავარია, ოთო აბესაძე ციხეშია და ქვეყანა მშვიდადაა ასეთი საშიში კრიმინალი რომ ციხეში ხვდება შობას... ვიღაცეები წერდნენ -  ბექექსა ამართლებს ქრთამს და სისულელეებს... დააშავა და ისეთი მიქარა, ცხოვრებაში რომ ვერ გამოასწორებს... არაფერს არ ვამართლებ, თქვენ რომ გაბრაზდით, იმაზე რამდენჯერ მეტად გავბრაზდი მე, ვერც წარმოიდგენთ...  ამიხსენით უბრალოდ, გინდათ რომ მოკვდეს? სპეკულირებსო... ოდნავ მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს მის ცუდად ყოფნაში, რატომ ვიტყოდი რამეს საერთოდ? ხომ ფაქტია, რომ როგორც მომავალი პოლიტიკოსი მკვდარია, ადამიანურადაც რაღა დარჩა საყვარელი ადამიანის მეტი? აი, რა გინდათ? ფიზიკურადაც მოკვდეს და გაიხარებთ? შობას პირჯვარს რომ გადაიწერთ და ფანჯრებში სანთლებს დაანთებთ, მირონი არ გაგივიდეთ კანიდან", - წერს მჭედლიშვილი.


 

right_banner
big_banner
არქივი