logo_geo
თამარ გედევანიშვილი: „კინგსი საქართველო“ - ჯანმრთელად ხართ?
- +

10 იანვარი. 2018. 19:33



ჟურნალისტი თამარ გედევანიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მირეკავენ „kings"-დან, მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი მოხვდა 25 საუკეთესო მოსწავლეს შორის და მიფინანსდება 250 ლარით მისი წაყვანა წყალტუბოში. ბევრი ბლაბლაბლას მერე, გოგო ტიპიური პროდუქტების შემოტენვის სერვისების აგენტის ხმით, მეუბნება რომ ჩემი მხრიდან დასამატებელია მხოლოდ 450 ლარი და შეუძლია ბანკში მიშუამდგომლოს კრედიტზე... ხო იქ ტრენინგები ჩაუტარდებათო. „კინგსი საქართველო" ხო ჯანმრთელად ხართ? ბაზარია? სულ როგორ ვაჭრობთ?

 

P.S. სიგელი რომ გამოგზავნოთ? თუ მაგისთვისაც ბანკთან მიშუამდგომლებთ?" - წერს გედევანიშვილი.










 

right_banner
big_banner
არქივი