logo_geo
მაკა რაზმაძე: ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი...
- +

11 იანვარი. 2018. 15:13



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ერთ წამში შეიძლება ავარდე ცაში და ერთ წამში შეიძლება დაგემხოს თავზე მთელი ცხოვრება. ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ის, რაც მარადიული გეგონა, ან დაიწყოს ის, რაზეც ოცნებასაც ვერ ბედავდი. ერთი წამი შეიძლება იმ ყველაფრის დასასრულად გექცეს, რის გამოც კბილებით და ფრჩხილებით იკაფავდი გზას და ერთი წამი შეიძლება შენი ცხოვრების მთავარი დროის ათვლის პირველ წამადაც იქცეს.

 

წამიდან იწყება ყველაფერი და წამში მთავრდება.

 

ელოდე და გეშინოდეს იმ ერთ წამის მუდამ - რადგან შენ რომ პირველი გგონია, შესაძლოა ზუსტად ის აღმოჩნდეს ყველაზე ბოლო წამიც..." - წერს რაზმაძე.

 

 


 

right_banner
big_banner
არქივი