logo_geo
ხათუნა პაიჭაძე: ბუღარა მამლაძის ამბავი ალბათ ქართველების 80 %-მა არ იცის...
- +

11 იანვარი. 2018. 20:33



ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გურიაში, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე დგას ეს ძეგლი... ყოველ ზაფხულს როცა ბახმაროსკენ მივდიოდით ამ „თოფიანი" კაცის ძეგლი უნდა გაგვევლო... ერთხელ ბებიაჩემს ვკითხე, ვინაა ეს კაცი თქო? ვინ იქნება-გადარეული გურული... მიპასუხა ბებიამ... კი გამიკვირდა ნეტა გადარეულებს ძეგლს რატომ უდგამენ-თქო, მაგრამ მერე გამახსენდა „გადარეული გურულის" ძეგლი (ასე ეძახიან გურულები) ლანჩხუთშიც რომ იდგა და მოცემულობად მივიღე რომ „გადარეულობა" კარგია და ძეგლის ღირსი... ერთხელაც ისევ ბახმაროსკენ მიმავალმა ისევ ვკითხე ბებიაჩემს, გადარეული რომაა გავიგე მარა, რამ გადარია ეს კაცი, ხომ არ იცი შემთხვევთ მეთქი... რავა არ ვიცი ბებია, მაგარი კაძახი იყო მაგი, ახლა გადარეულს დუუძახებენ, მარა კაძახი ვარო მაგას უნდა ეთქვა... მაგი რომ არ ყოფილიყო მაგფერი გადარეული შენ და მე და კიდო ბევრი სულ თუ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე? ბუღარა მამლაძის ამბავი ა, ალბათ ქართველების 80 პროცენტმა არ იცის - ხელი ჩაიქნია ბებიამ" , - წერს ხათუნა პაიჭაძე.


 

right_banner
big_banner
არქივი