logo_geo
ზაზა სიამაშვილი: მშვიდობით ქალბატონო მარიკა... ვალმოხდილზე მეტი ითქმის თქვენს შემთხვევაში!
- +

11 იანვარი. 2018. 18:34



ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალური ქსელით აკადემიკოს მარიკა ლირთქიფანიძეს ემშვიდობება:

 

„95 წლის იუბილე მივულოცე... „ქალბატონო მარიკა, გახსოვართთქო?" - „რას ამბობ, როგორ არ მახსოვხარო..." ძალიან, ძალიან დამწყდა გული... „შენ და მე ერთი ლექტორი გვყავდაო, ვენერა ურუშაძეო"... ისიც მახსოვს, როგორი სიყვარულით და პატივისცემით ხვდებოდა ქალბატონ ვენერას, როგორი პატივისცემით იხსენებდა მის მასწავლებლებს, ძალიან დიდებს, ტიტანებს... აი, ამასაც გვასწავლიდნენ უნივერსიტეტში, დღეს რომ მისგან არაფერი დარჩა, - კედლების გარდა! არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, - ახლობელი ადამიანის წასვლა თანაბრად მტკივნეულია... მშვიდობით ქალბატონო მარიკა, და... ნახვამდის... ვალმოხდილზე მეტი ითქმის თქვენს შემთხვევაში!" - წერს სიამაშვილი.











 

right_banner
big_banner
არქივი