logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები პრემიერის პოზიციას...
- +

11 იანვარი. 2017. 15:35


 


„მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.




 

right_banner
big_banner
არქივი