logo_geo
„არ შეჩერდე, წამო, შენ არ ხარ მშვენიერი!“
- +

12 დეკემბერი. 2017. 12:08



განა მზესუმზირა მიყვარდა ან გოგრის გარჩეული გული ?!

არა.

უბრალოდ ყოველ დილით უნდა მენახა, მეყიდა და უნდა მეკითხა :

- შენი ეზოსია ხომ, ბებო?

- მაშ, ბაბომ გენაცვალოს, ჩემი ხელით მომყავს!

იცით, რატომ მიხაროდა, რომ იმ დაჩამიჩებული ხელებით მოჰყავდა?!

იმიტომ, რომ ჯანზეა და კიდევ დიდხანს იცოცხლებს და კიდევ დიდხანს დაიხვევს-მეთქი საჩვენებელ თითზე საქსოვ ძაფს.

იქამდე მაინც, ვიდრე მე კარგი სამსახური მექნება, ვიდრე მე ამ ბებოზე დავწერ ან სიუჟეტს გავაკეთებ და ქვეყნას შევყრი-მეთქი...

ჰო, ქვეყანას შევყრიდი, რომ თბილ ღუმელთან მჯდარიყო და სხვა მოხუცებივით თურაშაული ვაშლივით დაბრაწოდა ჩამომხმარი ლოყები.

დღეს ჩემი მეორე დღეა სამსახურში და მოვიკითხე...

მოვიკითხე და ... გარდაცვლილა...

აბა, როგორია,  ერთ დღესაც მიხვიდე და თაროზე შემოდებული საყვარელი წიგნი აღარ დაგხვდეს?!

რანაირად იციან ადამიანებმა წასვლა, ვითომც არაფერი ხომ?!

აალაგა ის პატარა მაგიდა, მტვერი დაიფერთხა კალთიდან, ძაფის გორგალში საქსოვი ჩხირები გაარჭო და წავიდა...

ჰოდა, ახლა არ შეჩერდე, წამო, შენ არ ხარ მშვენიერი!









 

right_banner
big_banner
არქივი