logo_geo
დინა მირცხულავა: დღეს თემურ ჩალაბაშვილს უნდა შევხვედროდი...
- +

20 დეკემბერი. 2017. 03:30



თემოს უნდა შევხვედროდი გუშინ, ჩალაბაშვილს...რაღაც მასალები უნდა გადამეცა...


ტელეფონით ვისაუბრეთ და შეხვედრის ადგილიც დავნიშნეთ - „მწერალთა კავშირში"...


- მოიცა, შვილო, ვერ მოაგნებ და მაჩაბლის ქუჩის ასასვლელში დაგხვდებიო.


დამხვდა კიდეც.


მერე ერთად ავუყევით აღმართს.


სადღაც შევუხვიეთ, კიდევ შევუხვიეთ, კიდევ შევუხვიეთ, კიდევ და...


აღარ ვილაპარაკებ .... ფოტომ იმეტყველოს დანარჩენზე...


მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ ჩვენს სამშობლოშია ნორმა, რომ მწერალს უნდა შიოდეს და სციოდეს და ისინი აუცილებლად ძველ, დანგრეულ შენობაში უნდა იკრიბებოდნენ...



 

 

 

 

 

right_banner
big_banner
არქივი