logo_geo
დინა მირცხულავა: ჰო, მე სამშობლოც მაქვს... და ჩემს სამშობლოს ნუ დასჭირდება თორემ...
- +

23 დეკემბერი. 2017. 12:52



მე სამშობლოც მაქვს...


ჩემს სამშობლოში ყოველთვის ფეხზე იყო შემართული ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადავურჩით...


თქვენ რა გგონიათ, ტიციანი მართლა ჩუმად იყო და მართლა სხვა „ოცნების ტყვე" იყო და ამის შესახებ „მათ" არ იცოდნენ?!


ჰმ... მერედა როგორ იცოდნენ და აკი გააყოფინეს კიდეც რკინის ბაწარში თავი...


ჩემს სამშობლოში პოეტები შიმშილზე წერდნენ.


სრულიად მშიერ ვაჟას ცოტათი, ცოტათი შეშურდა კიდეც აკაკის „დიდის ამბით" დაკრძალვა.


ჩემს სამშობლოში ფრენაც იცოდნენ პოეტებმა და მათთვის სიკვდილის გზა იყო ვარდისფერი...


ახლაც თოვს და წვიმს ჩემს სამშობლოში და უბინაოებს ბინა სწყურიათ...


ჰო, მართლა, „ზამთრის თოვლს გაჰყვა პრეზიდენტიც საქართველოსი"...


აღმართ - აღმართ დადიან და გადიან ჩემი სამშობლოდან...


ყველა „ლომია" ჩემს სამშობლოში და სადაა თავისუფლება?!


სად მიცურავს დარიალიდან გადავარდნილი წერო?!


როდიდან გახდა არჯაკელი ხვიარა ასე ფხიზელი, როდიდან აღარ ფიქრობს ის ღრუბლებზე და როდიდან დარაჯობს ქსანზედ ჩამოვლილებს?!


ჰო, მე სამშობლოც მაქვს...


და ჩემს სამშობლოს ნუ დასჭირდება თორემ...


თორემ... თორემ...


უჰ, რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტავ?!



 

right_banner
big_banner
არქივი