logo_geo
სამი წელი მამა ილია კარტოზიას გარდაცვალებიდან
- +

29 დეკემბერი. 2017. 11:00



2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო უბედური შემთხვევის შედეგად მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა.

გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ამათგან გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია არქიმანდრიტი ილია კარტოზია.

 მამა ილია იტალიაში, ქ. ბარში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

 საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. 2015 წელს   საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ  არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაეჯილდოვებინათ ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი.

ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 

მამა ილიას გმირობიდან სამი წელი გავიდა.

იგი დაკრძალულია მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში.

 



 

right_banner
big_banner
არქივი