logo_geo
ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
- +

22 ნოემბერი. 2017. 15:31



21 ნოემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნახატების პერსონალური გამოფენა.


გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილში შესრულებული 70-მდე აბსტრაქტული ფერწერული ტილო. გამოფენა გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.


ლანა მინდელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მოდელირების ფაკულტეტი. 1994 წელს სასტუმრო ,,მეტეხი პალასში" გაიმართა ტანსაცმლის მოდელების მისი პირველი, პერსონალური ჩვენება. მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო, საქველმოქმედო კონკურსში - ,,მოდა XXI საუკუნე", სადაც გახდა მესამე ადგილის გამარჯვებული. 2002-2009 წლებში ხელმძღვანელობდა საკუთარ მაღაზია-სალონს ,,ქართული სახლი", სადაც წარმოდგენილი იყო სახლის ხელნაკეთი აქსესუარები და ავეჯი, მისი დიზაინით შექმნილი. ასრულებდა ნახატებს ტუშში, ზეთში, აკვარელში. მონაწილეობდა პროფესიონალ მხატვართა გამოფენაზე ,,შემოდგომა 2017".


Image may contain: 10 people, people smiling, crowd



Image may contain: 14 people, people smiling



Image may contain: one or more people, people sitting and indoor










 

right_banner
big_banner
არქივი