logo_geo
ენძელა მაჭავარიანი ქებურიას: მიმოიხედეთ, თქვენს ყოფილ პარტიაში დევნილებისთვის გამოყოფილი ფული ხომ არ შეჭამეს?!
- +

20 სექტემბერი. 2017. 22:55


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრს ლელა ქებურიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, „საპარლამენტო უმცირესობისგან „მუშტის დარტყმას და ხელის ქნევას" არ მოვითმენთ".

 

„მინდა მივმართო ჩემ კოლეგას, ქალბატონ ქებურიას, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმით საუბრობს და ახსენებს ბატონ სოზარ სუბარს, რომელმაც 20-25 წლიანი მემკვიდრეობით გადმოიბარა დევნილები, რომელთა პრობლემები წლების განმავლობაში არავის მოუგვარებია. ახლა როდესაც რაღაც კეთდება... ქალბატონო ქებურია, როდესაც მუშტს ურტყამთ მაგიდაზე, ირგვლივ მიმოიხედეთ, თქვენს პარტიაში ან თქვენს ყოფილ პარტიაში ის ფულების რაც დევნილებისთვის იყო გამოყოფილი ხომ არ შეჭამეს?!

 

მოვითხოვ დავეხმაროთ ამ ადამიანებს აზიური ფაროსანასთან ბრძოლაში და მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში. მაგრამ, თქვენგან მუშტის დარტყმას და ხელის ქნევას არ მოვითმენთ", - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.


 

right_banner
big_banner
არქივი