logo_geo
კახა იმნაძე: გაერო-ში პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გაუსვა ხაზი
- +

22 სექტემბერი. 2017. 20:56


 

„გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ მთავარ პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა", - ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ განაცხადა.


„გაერო-ს გენერალური ასამბლეა წლევანდელ სესიაზე ფოკუსირებას ახდენს სტაბილურ სამყაროზე, სადაც ადამიანი მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებს. ამ თემას პრემიერის გამოსვლაც ეხმიანებოდა, რომელმაც ქვეყნის მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანზე ისაუბრა, ეს იყო - განათლება, სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურა, ღია და ტრანსპარენტული  ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ მთავარ პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მან საკმაოდ ვრცლად და მნიშვნელოვანი აქცენტებით ისაუბრა ამის თაობაზე. ასევე, მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას გაერო-ს გენერალურ მდივანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემატიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს იყო გამორჩეულად მნიშვნელოვანი, საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი", - განაცხადა იმნაძემ.


 

right_banner
big_banner
არქივი