logo_geo
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიას არ აქვს შენიშვნა პრეზიდენტის არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე
- +

22 სექტემბერი. 2017. 21:38



პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში ვენეციის კომისიის მხრიდან წინასწარი დასკვნა მიიღო. როგორც ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია. მისი თქმით, ვენეციის კომისიას არცერთი შენიშვნა არ აქვს პრეზიდენტის არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე.


„საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. დასკვნაშია აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა  საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციის, გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში დადებითადარის  შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner
big_banner
არქივი