logo_geo
„ორჯერ ვიყავი შვილის დასაფლავებაზე“ - ნუგო წიკლაური უცნაური ისტორიითა და ანდერძით
- +

20 დეკემბერი. 2017. 16:04



მუდმივ ფუსფუსშია, სულ რაღაცას აკეთებს, აშენებს, ხატავს, აქანდაკებს, აფერადებს... შავ ფერზე უარი თქვა დიდი ხნის წინ და ყველა მგლოვიარეს ურჩევს, გაიხადონ შავი სამოსი.


ამბობს რომ ნანობს შვილის თაფლში დამარხვას, იმიტომ რომ ორჯერ მოუწია შვილის გასვენებაში ყოფნა. ერთხელ, როცა მიწის ნაცვლად თაფლს მიაბარა და მეორედ თაფლიდან - მიწას.


- მართლა მესიზმრებოდა და წუხდა... მერე უწმინდესს შევხვდი და მირჩია, რომ მიწისთვის მიმებარებინა... ის  საშინელი დღე კარგად მახსოვს. ვგრძნობდი, რომ იმ დღეს უნდა დამეკარგა, დავურეკე კიდეც და ველაპარაკე, ვტიროდი და ვთხოვე , არსად გახვიდე - თქო... შემპირდა, რომ არ გავიდოდა სახლიდან...


იმ დღის გახსენება არ უნდა, თუმცა ზურას მეგობრებს კარგად ახსოვთ. ბაზალეთიდან ბრუნდებოდნენ, გზაზე ავარია მოუხდათ. ზურას ეგონა, რომ მანქანაში , რომელსაც დაეჯახნენ, ბავშვი გარდაიცვალა და ... იყო გასროლა... სუიციდი... ყველაფერი წამებში მოხდა.


- ზურა მაშინ ცხრამეტი წლის იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პირიანი ბიჭი იქნებოდა ?! -აგრძელებს - მოხდა ის, რაც მოხდა...ერთ დღეს დავკარგე ყველაფერი. მე მაშინ მოვკვდი. საერთოდ მშობლებს, რომელთაც შვილები დაასწრებენ ხოლმე სიკვდილს, თვითონაც კვდებიან...


- რა იყო მერე ?

 

- მერე იყო ბრძოლა არსებობისთვის, სხვა შვილიც მყავდა და ზურას მერე კიდევ გვეყოლა გოგონა - მარიამი, რომელმაც მე და ჩემი მეუღლე გადაგვარჩინა. ჰოდა, ჩვენც გავაგრძელეთ არსებობა...

 

- რა არის მთავარი ?


- მთავარი ადამიანების სიყვარულია და აკეთო ის, რაც გახარებს... მე სიკეთის კეთება მიხარია, გააკეთე და გაიარე, შენ თუ არ დაგიბრუნა, იქნებ აქვს ის ნამუსის ძარღვი, რომ სხვას მაინც სიკეთე თუ არა, ბოროტება არ გაუკეთოს შენი ჩადენილი სიკეთის მაგალითზე ?!

 

- ამბობენ , რომ ძალიან უცნაური ადამიანი ხართ ...

 

- შერეკილი ხო ?! (იღიმის) ჰო , ასე ამბობენ... სჭირდება ამ  სამყაროს არანორმალურები, მარტო ჰალსტუხიანების აშენებული ქვეყანა ვის უნახია...

 

- რა იქნება შემდეგ ?


- შემდეგ იქნება სიკვდილი, როგორც ყველას ბოლო, მეც ვერ ავცდები მაგას. ანდერძი მაქვს დაწერილი. კრემაცია მინდა ჩამიტარონ. არ მინდა მიწა მოცდეს, თუნდაც ის რამდენიმე გოჯი მიწა, რატომ უნდა წავართვა  ცოცხალ ადამიანებს ?!

 

- რას უსურვებთ საქართველოს ?


- გამთლიანებას და მეტ სიყვარულს ქვეყნისა და მოყვასის...

   

                                                                                                      






 

right_banner
big_banner
არქივი