logo_geo
აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ვამპირი ჭიანჭველა მეტალის საცეცებით
- +

17 სექტემბერი. 2017. 23:47



მეცნიერებმა „ჯოჯოხეთის ჭიანჭველას" ახალი ტიპი აღმოაჩინეს - პირის აპარატის მიდამოებში საშინელი მარწუხების მქონე სახეობა, რომელიც მეტალით გაძლიერებულ ამ მარწუხებს მტრებისთვის სისხლის გამოსაწოვად იყენებდა.


საბედნიეროდ, ეს მწერები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. 98 მილიონი წლის წინანდელ ქარვაში ჩაჭედილმა ამ ეგზემპლარმა მრავალი ახალი საოცარი დეტალი გამოამჟღავნა პრეისტორიული სახეობის შესახებ, მათ შორის არის მეტალის კომპონენტები მის მარწუხებში.


ახლად აღმოჩენილი Linguamyrmex vladi „ჯოჯოხეთის ჭიანჭველების" სახელით ცნობილ ჯგუფს (Gerontoformica) მიეკუთვნება - ცარცულ პერიოდში გავრცელებულ ჯგუფს, რომლებიც ხასიათდებოდნენ უცნაური, ვერტიკალურად მოძრავი პირის ორგანოებით.


სინამდვილეში, ჯოჯოხეთის ჭიანჭველები დღეს არსებულ ციცქნა არსებათა წინაპრები არ არიან და მიეკუთვნებოდნენ ღეროვან ჯგუფს, რომელიც მანამდე გადაშენდა, სანამ საკუთარი სახეობის დასაწყებად სცენაზე გამოჩნდებოდა ყველა თანამედროვე მწერის საერთო წინაპარი.


იქიდან გამომდინარე, როგორი საზარლადაც ამ ჭიანჭველათა ზოგიერთი მახასიათებელი გამოიყურება, ალბათ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მათ ნაცვლად, ჩვენ გვერდით დღეს ცხოვრობენ უბრალოდ „ტყვიისებრი ჭიანჭველები" (Paraponera clavata) და „ცეცხლის ჭიანჭველები" (Solenopsis).


ქვემოთ მიმართული ქვედა ყბის ნაცვლად, L. Vladi-ს გიგანტური პირის მსგავსი საცეცები ზემოთ აქვს მიმართული - მახასიათებელი, რომელსაც დღეს არსებულ ვერც ერთ ჭიანჭველაში ვერ ნახავთ.


ყბის წვერზე, ამ ჭიანჭველებს ასევე ჰქონიათ რქის მსგავსი ძლიერი გამონაზარდი; სავარაუდოდ, მას მსხვერპლს დაბლა უჭერდა, მაშინ როცა ზემოთ მიმართულ ყბებს ჭიანჭველა მას სხეულზე ახვევდა. 


მეცნიერებმა ჯგუფმა ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ფილიპ ბარდენის ხელმძღვანელობით, ქვედა ყბებს შორის აღმოაჩინეს მილის მსგავსი არხი, რამაც აფიქრებინა, რომ ჭიანჭველები თავიანთ მსხვერპლს წუწნიდნენ და არ ღეჭავდნენ, უცნაური ყბები სინამდვილეში სულაც არ ასრულებდა ღეჭვის ფუნქციას.

 

„Linguamyrmex-ის ყბები და გამონაზარდი შეიძლება რბილტანიანი მსხვერპლის დასაჩხვლეტად გამოიყენებოდა და ეს არსებები ჰემოლიმფით იკვებებოდნენ", - წერს ჯგუფი კვლევაში.


ჭიანჭველას ეს ნიმუში ქარვაში ჩაჭედილი იპოვეს, მოზრდილი ხოჭოს ჭუპრის გვერდით, რომელიც სითხის მწოველი ამ არსებისათვის ბრწყინვალე რბილსხეულიანი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო.


მოცემულ დიაგრამაზე ასახულია ორი ეგზემპლარის განლაგება (წითელი რგოლით მონიშნულია რქოვანი გამონაზარდი). ჭიანჭველას ყბები სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ჭუპრში ჩასობილი, მაგრამ როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მათი განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ მატლი ჭიანჭველას მსხვერპლი იყო.


თუკი ამ საზარელი დეტალის შესახებ ბევრი ვერაფერი გაიგეთ, გეტყვით, რომ იგი ჭიანჭველას ყველაზე უცნაური ნაწილი აღმოჩნდა - როგორც ქარვაში ჩაჭედილი ნიმუშის რენტგენული სკანირებისას გამოჩნდა, გამონაზარდი რქა თავში გაძლიერებული იყო მეტალის ნაწილაკებით. 


როგორც ჩანს, მას ჰქონდა უნარი, მიღებული საკვებიდან მეტალები შეეგროვებინდა და სხეულის იმ ნაწილებისკენ მიემართა, რომლის გაძლიერებაც სჭირდებოდა.


„ცნობილია, რომ მწერებს აქვთ უნარი კვერცხსადებსა და საცეცებში გამოაცალკევონ მეტალები, განსაკუთრებით კალციუმი, მაგნიუმი, თუთია და რკინა, რათა მოახდინონ ამ ორგანოთა გაძლიერება და შეამცირონ მათი ცვეთა", - წერია კვლევაში.


მეტალის შემცველ საცეცებს ჯოჯოხეთის ჭიანჭველას მსხვერპლის უკეთ დაჭერის საშუალებას მისცემდა და გაუადვილებდა რბილტანიანი არსებების დაჭყლეტვას.


ქარვის ნატეხი, რომელშიც 98 მილიონი წლის წინანდელი ჭიანჭველაა ჩაყოლილი, მიანმარში აღმოაჩინეს. 


რამენიმე თვის წინ, მკვლევრებმა ქარვაში ჩაჭედილი დინოზავრის პატარა ნაშიერი და ბუმბულებიც იპოვეს.












 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი