logo_geo
ველოსიპედის ნაწილებისგან შექმნილი კაფე ბუქარესტში
- +

20 სექტემბერი. 2017. 16:31


გაფუჭებული ველოსიპედები, ველოსიპედის ნაწილები ან მისი ძველი აქსესუარები, ეს ის ნივთებია, რომელთა ჩუქების ან ჩაბარების შემთხვევაში ბარ „ველოსიპედში" უფასოდ გაგიმასპინძლდებიან და თქვენს საყვარელ სასმელზეც დაგპატიჟებენ.


კაფე-ბარი „ველოსიპედი" მდებარეობს ქალაქ ბუქარესტის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ უბანში და მის სიახლოვეს მუზეუმებისა და გამოფენების გარდა, ხშირად ეწყობა მუსიკალური ფესტივალები. შესაბამისად, „ველოსიპედი" ბუქარესტის ერთ-ერთ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ადგილად ითვლება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბარში ხალხმრავლობის  მიზეზი ბარის დიზაინი უფროა, ვიდრე მისი ადგილმდებარეობა.


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუმინულ კაფე-ბარში თითქმის ყველა ნივთი და ბარის ყველა დეტალი  ველოსიპედის ნაწილებისგან არის დამზადებული. „ველოსიპედის" დაარსებისას დიზაინერებს ნამდვილად რთული მისია ჰქონდათ შესასრულებელი, მათ ნაწილები ისე უნდა განელაგებინათ, რომ თითოეულ მათგანს შეეთავსებინა კონკრეტული ფუნქცია.


შესაძლებელია, ფოტოების ნახვამდე, ზოგმა კაფე „ველოსიპედი" მეტალისნივთებიან ოთახად წარმოიდგინა, თუმცა, ეს ასე ნამდვილად არაა. მათი უმეტესობა სხვადასხვა ფერადაა შეღებილი და გარემო ნამდვილად თბილ და სასიამოვნო ფერებში გადაწყვეტილი.


„ველოსიპედი" არა მხოლოდ რუმინეთსა და ევროპაში, არამედ მსოფლიოში აღიარებული კაფე-ბარია, რომელის დიზაინიც საუკეთესოდ წარმოაჩენს დეტალების, მათი იდეალური განლაგებისა და ფუნქციური მრავალფეროვნების საიდუმლოს. ის მრავალი გამოცემისა ფავორიტ კაფე-ბართა ათეულშია შესული.


ველოსიპედი 1790 წელს საფრანგეთში გამოიგონეს, 1817 წელს კი  გერმანიაში მას დაამატეს მოძრაობის მიმმართველი მექანიზმი. ველოსიპედს საბოლოო სახე ისევ მის სამშობლოშივე, საფრანგეთში მიეცა, როდესაც 1861 წელს გამოიგონეს პედლები.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი