logo_geo
უძილობის სასარგებლო მხარე აღმოაჩინეს
- +

22 სექტემბერი. 2017. 23:55


ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ უძლობას, ადამიანის დეპრესიისგან განკურნება შეუძლია. ასეთ დასკვნამდე პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარები 1974 წლიდან 2016 წლამდე კვლევების ანალიზით მივიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.


მეცნიერებმა 66 დამოუკიდებელი მკვლევარის ნაშრომის მეტაანალიზი ჩაატარეს, რომელიც უძილობისა და დეპრესიის კავშირს იკვლევდა. PubMed-ისა და PsycINFO-ს არქივებში, ცნობების მოგროვება, ორი მთავარი სიტყვით "ძილის დეპრივაცია" და "დეპრესიით" ხდებოდა.


ფსიქოლოგები ითვალისწინებდნენ, როგორი ტიპის დეპრივაცია - სრული თუ ნაწილობრივი - გამოიყენეს კვლევებში. სრული დეპრივაციის დროს, როგორც წესი, ადამიანს მთელი ღამე არ სძინავს, ნაწილობრივად კი მაქსიმუმ 4 საათი. გარდა ამისა, გააანალიზეს ორგანიზმის რეაქცია ხელოვნურ უძილობაზეც, ფსიქიკური აშლილობის ტიპებზე, პაციენტის მიერ გამოყენებულ მედიკამენტებზე და სხვა ფაქტორებზე.


აღმოჩნდა, რომ დეპრივაცია, მიუხედავად თავისი ტიპისა, დეპრესიის სიმპტომებს კვლევების 45%-ში ამსუბუქებდა, სადაც შემთხვევითობის პრინციპით ადამიანებს ჯგუფებად ყოფდნენ. ერთი ჯგუფი საკონტროლო იყო (მათ ტვინზე ძილის დროს არ ზემოქმედებდნენ). 50%-იანი ეფექტი ჰქონდა ისეთ კვლევებსაც, სადაც მოხალისეების მხოლოდ ერთი ჯგუფი არსებობდა.


მსგავსი შედეგები, ფსიქოლოგების თქმით, ადასტურებს თეორიას, რომ ძილის ნაკლებობას, შეუძლია ადამიანი ნაწილობრივ დეპრესიისგან განკურნოს. მომავალში 100-პროცენტიანი დასკვნის გამოსატანად, დამატებითი კვლევები ჩატარდება.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი