logo_geo
10 მარტივი რამ, რაც ყოველ დღე უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი იყოთ
- +

24 ოქტომბერი. 2017. 01:41



ადამიანმა თვითგანვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ნებისმიერ ასაკში უნდა იზრუნოს. თუ თვლით, რომ უკვე მიიღეთ უმაღლესი განათლება და მეტი სწავლა საჭირო აღარაა - ცდებით. ადამიანები ვითარდებიან, ყოველ დღე რაღაც იცვლება და უამრავი სიახლეა ჩვენ გარშემო და თუ მათ შესახებ არ გავიგებთ, უფრო მეტს არ შევისწავლით ჩვენი ცოდნის კოეფიციენტი დაეცემა. გარდა ამისა, ტვინს გამუდმებით სჭირდება ვარჯიში იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი აზროვნების უნარი და გონებრივი შესაძლებლობები.


სწორი ქმედებებით ადამიანს შეუძლია გახდეს უფრო ჭკვიანი. ამას ბევრი ძალისხმევა არ სჭირდება.


გთავაზობთ 10 მცირე და მარტივ ქმედებას, რომლებსაც თუ ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებთ უფრო ჭკვიანები იქნებით და თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით უფრო ეფექტური იქნება.


1. გამოიყენეთ ონლაინ სივრცე ჭკვიანურად - ინტერნეტ სივრცე სავსეა უამრავი ინფორმაციით, სხვადასხვა სასწავლო კურსებით, მათ შორის ენის შემსწავლელი კურსებით და სჯობს, როცა ინტერნეტში შესვლის დრო გაქვთ „ფეისბუქის", ან „ინსტაგრამის"„სქორლვას" სჯობს ეს დრო რაიმის შესწავლას მოახმაროთ. თუ ყოველივეს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, ნახავთ, რომ მალე დიდ ცოდნას შეიძენთ.

 

2. დაწერეთ ის, რაც დღის განმავლობაში ისწავლეთ - არ არის აუცილებელი რომ ამ სამზე დიდი დრო დახარჯოთ. გამოყავით დღის განმავლობაში რამდენიმე წუთი და აუცილებლად დაწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ისწავლეთ. ეს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. კვლევის თანახმად, იდეალურია თუ 400 სიტყვას დაწერთ დღის განმავლობაში შესწავლილის შესახებ.

 

3. შეადგინეთ შესრულებული საქმეების სია - ინტელექტის მთავარი განმსაზღვრელია ბედნიერება და თავდაჯერებულობა, სწორედ ამ ორი კომპონენტის გაზრდაში დაგეხმარებათ უკვე შესრულებული საქმეების სიის ჩამოწერა, ამით თქვენ ახდენთ ვიზუალიზაციას და უფრო მარტივად ხედავთ, თუ რა შრომა გაწიეთ და რა გააკეთეთ.


4. დაკავდით გონების გასავარჯიშებელი თამაშებით - ასეთი თამაშებია „ფაზლები", ჭადრაკი, ბრიჯი და ა.შ. ყველა მათგანი დაგეხმარებათ, რომ გონება უფრო სხარტი გახდეს.


5. ემეგობრეთ ჭკვიან ადამიანებს და მათთან გქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა - როცა ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში ხართ, ეს ცოდნის შეძენის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა. მათგან სწავლობთ ძალდაუტანებლად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ამიტომაც ეცადეთ, რომ გარშემო ჭკვიანი ადამიანები გყავდეთ.


6. იკითხეთ ბევრი - კითხვა არის ის, რაც განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენს ტვინის, გონების ეფექტურ მუშაობაზე. ის ავითარებს აზროვნების უნარს. მნიშვნელოვანია, რომ იკითხოთ ძალიან ბევრი, იკითხოთ ყველაფერი.

 

7. განუმარტეთ, აუხსენით სხვებს სხვადასხვა საკითხები, გაუზიარეთ მათ საკუთარი ცოდნა - საკუთარი ცოდნის სხვებისთვსი გაზიარება გარდა იმისა რომ თვითრწმენას გიმაღლებთ, ამავდროულად, ცოდნის გამყარებაში და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში გეხმარებათ.


8. ყოველთვის ისწავლეთ რაღაც ახალი - „ეფლის" თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი კალიგრაფიის კურსებზე დადიოდა. ეს თავდაპირველად ყველას უჩვეულოდ და უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ ამით მან დიზაინის შექმნის უნარები გამოიმუშავა, რომელიც მოგვიანებით პირველი „მაკის" შექმნაში გამოიყენა. ასე რომ, არასოდეს იცით როდის რისი ცოდნა გამოგადგებათ, ამიტომ ყოველთვის სცადეთ ისწავლოთ რაღაც ახალი და თქვენთვის უჩვეულო.

 

9. ისწავლეთ ახალი ენა - არ არის აუცილებელი, რომ ამ ახალ ენაზე პროფესიონალურ დონეზე საუბრობდეთ, თუმცა სასაუბრო დონეზე სწავლა საინტერესოცაა და რთულიც არ გახლავთ, მით უფრო, რომ ინტერნეტის ეპოქა საშუალებას გაძლევთ ცოდნის მიღება სხვადასხვა ონლაინ კურსების საშუალებით გაიმარტივოთ.


10. აუცილებლად გამონახეთ დღის განმავლობაში მცირე დრო სიჩუმისა და სიმშვიდისთვის - გონებას სჭირდება ცოტა ხნით შესვენება, ამისთვის კი საუკეთესო საშუალება მშვიდ და წყნარ სივრცეში განმარტოებაა. გონებას სჭირდება გადამუშავება იმ ინფორმაციის რასაც დღის განმავლობაში იღებს, ამიტომაც ასეთი შესვენება 20-25 წუთით აუცილებელია.








 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი