logo_geo
Business Insider: მსოფლიოში ყველაზე ლამაზი 19 საზოგადოებრივი ადგილი
- +

10 დეკემბერი. 2017. 18:45

 

 

Business Insider-ის ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ადგილის რეიტინგი შეადგინეს. ამ რეიტინგში მოხვდა როგორც პარკები, ასევე ქუჩები, ბიბლიოთეკები და მოედნები. ყველა ეს ობიექტი მოსახლეობის კომფორტისთვის დაპროექტდა. „კომერსანტი“ გთავაზობთ Business Insider-ის რეიტინგს.



1.Millennium Park, აშშ, ჩიკაგო


ქალაქ ჩიკაგოს საზოგადოებრივი პარკი შედის საპარკო კომპლექს გრანტ-პარკის შემადგენლობაში მდინარე მიჩიგანის სანაპიროზე. საპროექტი სამუშაოები დაიწყო 1997 წლის ოქტომბერში. მშენებლობა გაიშალა სარკინიგო კომპანია Illinois Central Railroad-ის ყოფილი ავტოსადგომიოს ტერიტორიაზე და დასრულდა 2004 წელს. პარკის შესვლა უფასოა, და ის ღიაა 6.00-დან 23.00-მდე. პარკის საზეიმო გახსნის ცერემონიას 2004 წლის 16 ივლისს დაესწრო 300 000 ადამიანი. „მილენიუმ პარკმა“ მიიღო 30-ზე მეტი სხვადასხვა საპატრიო ჯილდო.




2. Spruce Street Harbor Park, აშშ, ფილადელფია


Spruce Street Harbor Park არის ყველაზე პოპულარული სანაპირო ამერიკის ქალაქ ფილადელფიაში. პარკის იდეა იმაშია, რომ იქ შეიქმნა ღამის ცხოვრების ატმოსფეროს სივრცე. იქ ყველაფერი გალამაზებულიაა განათებით, ხეებს შორის გაჭიმულია ჰამაკები, მუშაობს სწრაფი კვების ობიექტები, უკრავს მუსიკა, ზოგჯერ ცოცხალი. საღამოს იქ ხალხმრავლობაა, დღისით კი პირიქით - სიმშვიდე და სიწყნარე.




3. ქალაქ სისაიდის ცენტრალური მოედანი, აშშ


ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მყუდრო მოედანი. აქ მდებარეობს ფოსტა, სასურსათო მაღაზია, რამდენინე რესტორანი და წიგნების მაღაზია.




4. ახალი ორლეანის ქუჩები, აშშ


ამერიკის სამხრეთ შტატ ლუიზიანას დედაქალაქ ახალი ორლეანის ქუჩები გამოირჩევა იმით, რომ ისინი ძალიან მოხერხებული და კომფორტულია სასეირნოდ. გათვალისწინებულია ისეთი დეტალები, როგორც ქუჩების და შენობების სიგანე, ტროტუარების ხარისხი და ა.შ.




5. Prospect Park, ნიუ-იორკი, აშშ


Prospect Park არის დიდი საზოგადოებრივი პარკი ნიუ-იორკში, ბრუკლინში. პროექტი შეიმუშავეს არქიტექტორებმა ფრედერიკ ოლმსტედმა და კალვერტ ვოქსმა, რომლებმაც მანამდე დააპროექტეს ცენტრალური პარკი მანჰეტენზე. Prospect Park-ში არის ცოცხალი ბუნების დიდი და დაცული სივრცე, საოფისე შენობა, ტბა, ღია საკონცერტი დარბაზი, სპორტული ნაგებობები, მათ შორის 7 საკალათბურთო მოედანი.




6. Hosier Lane, მელბურნი, ავსტრალია


Hosier Lane არის გრაფიტით გაფორმებული ადგილი ქალაქის ცენტრში. ის ითვლება ქალაქური კულტურის ცენტრად.




7. Washington Square Park, ნიუ-იორკი


Washington Square Park - არის საზოგადოებრივი პარკი რაიონ გრივიჩ-ვილიჯში, მანჰეტენზე. ამ პარკზე თავის დროზე გადიოდა ცნობილი მე-5 ავენიუ, თუმცა 1960-ან წლებში ქუჩის ეს მონაკვეთი დაიკეტა საავტომობილო მოძრაობისთვის. იმ დროიდან პარკის სარგებლობს დიდი პოპულარობით, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს შორის.




8. საკითხავი დარბაზი ლა-ტრობა სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, მელბურნი, ავსტრალია


1853 წელს გუბერნატორმა ჩარლზ ლა ტრობმა გამოყო 13 000 ფუნტი ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობაზე და წიგნების ყიდვაზე. 90-ან წლებში დაიწყო ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია. საკითხავი დარბაზი რვაკუთხედი გუმბათის ქვეშ დაიხურა რემონტზე 1999-2003 წლებში. გახსნის შემდეგ მას დაერქვა ლა-ტრობას სახელი. დარბაზში ეტევა 600-მდე ადამიანი.




9. შტრიცელმარკტი, დრეზდენი, გერმანია


ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გერმანიაში უძველესი საშობაო ბაზრობა, რომელიც ტარდება დრეზდენში ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოდან 24 დეკემბრამდე. შტრიცელმარკტზე უფრთხილდებიან ძველ ტრადიციებს, აქ იყიდება მთელს გერმანიაში ცნობილი ხელოსნების ნაკეთობები. ბაზრობის ცენტრში დგას საახალწლო ნაძვის ხე და მსოფლიოში ყველაზე დიდი საშობაო პირამიდა, ზღაპრული ფორმის საშობაო კალენდარი. ყოველდღე ბაზრობაზე ტარდება სხვადასხვა კონცერტები და კულტურული ღონისძიებები.




10. სოლომონ გუგებნჰაიმის მუზეუმი, ნიუ-იორკი, აშშ


გუგენჰაიმის მუზეუმი არის თანამედროვე ხელოვნებიოს ერთ-ერთი მოწინავე მუზეუმი მსოფლიოში. შეიქმნა ნიუ-იორკში 1939 წელს, ბიზნესმენის სოლომონ გუგენჰაიმის მიერ. შენობა გამოიყურება როგორც გადაბრუნებული პირამიდა და ითვლება მე-20 საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შედევრად. მუზეუმის მშენებლობა დასრულდა 1950 წელს.




11. ბაღი რეანძი, კიოტო, იაპონია


მშრალი, ანუ, ქვების ბაღი აშენდა 1499 წელს. მსგავსი ბაღები დამახასიათებელია იაპონიის ბუდისტური ტაძრებისთვის. ის წარმოადგენს პატარა ოთხკუთხედ მოედანს, რომელზეც ხუთ ჯგუფად განაწილებულია შავი, დაუმუშავებელი ქვები. თანაც, რომელი წერტილიდანაც არ უნდა უყურო ბაღს, 15 ქვიდან ჩანს 14. მე-15 კი ყოველთვის დაფარულია სხვა ქვებით. მთლიანად 15-ვე ქვის ნახვა შეიძლება მხოლოდ ზემოდან.




12. ამფითეატრი რედ როქს, აშშ, დენვერი


ეს არის მთის ფერდობი შტატ კოლორადოში, ქალაქ დენვერში. ის ქმნის ბუნებრივ ამფითეატრს, სადაც ხშირად ტარდება კონცერტები.




13. Point State Park, აშშ, პიტსბურგი


ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პარკი Point State Park, რომელიც გაშენდა ძველი ციხე-სიმარგრის ადგილზე, რომლითაც დაიწყო ქალაქის ისტორია. ეს არის სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი, სადაც ხშირად ეწყობა საზეიმო ფოერვერკები.




14. ქალაქ ბორჰამვუდის ქუჩები, ინგლისი


იმის შემდეგ, რაც ბორჰამვუდის ცენტრი ჩაიკეტა საავტომობილო მოძრაობისთვის, ქალაქი ძალიან შეიცვალა. ეს არის არა მხოლოდ ლამაზი ადგილი ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ქალაქი, სადაც სასიამოვნია გადაადგილება ფეხით, და არა ავტომობილით.




15. ტრაფალგარის მოედანი, ლონდონი, ინგლისი


ტრაფალგარი არის მოედანი ლონდონის ცენტრში, სადაც ერთმანეთს უერთდება ქალაქის სამი მთავარი ქუჩა - სტრენდი, უატჰოლი და მელი. მოედნის ცენტრშია 56 მეტრის სიმაღლის ადმირალ ნელსონის კოლონა, რომელსაც ალამაზებს ფრანგული არმიისგან ჩამორთმეული და მერე გადამდნარი ზარბაზნების რკინიდან დამზადებული ფრესკებით. ტრაფალგარის მოედანი არის მიტინგების, დემონსტრაციების და მასობრივი ზეიმების ჩატარების ტრადიციული ადგილი.




16. პალერმოს ტყეები, ბუენოს-აირესი, არგენტინა


პალერმოს ტყეები - პარკია ბუენოს-აირესში, რომელიც მდებარეობს იგივე სახელის ქალაქის რაიონში. პარკი გაიხსნა 1975 წლის 11 ნოემბერს. თავიდან ის იყო ჩაფიქრებული, როგორც ქალაქგარე პარკი, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის და ბუენოს-აირესის გაფართოვების შედეგად, უკვე 1888 წელს ის აღმოჩნდა ქალაქის ცენტრში. 1899-1912 წლებში მოხდა პარკის გაფართოვება და კეთილმოწყობა. იქ აშენდა ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი და სხვა ობიექტები. მე-20 საუკუნეში პარკის ტერიტორიაზე გაჩნდა პლანეტარიუმი, რამდენიმე ქანდაკებდა და იაპონიის ფარგლლებს გარეთ ყველაზე დიდი იაპონური ბაღი.




17. რივერ-სტრიტი, ქალაქი სავანა, აშშ


სავანა არის ქალაქი აშშ-ს შტატ ჯორჯიაში და ეს არის შტატის ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტი, რომელიც დაარსეს ინგლისელებმა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში. რივერ-სტრიტი რის ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც არის ბევრი რესტორანი და სუვენირების მაღაზიები.




18. ჟაკ კარტიეს მოედანი, მონრეალი, კანადა


ჟაკ კარტიეს მოედანი მდებარეობს მონრეალის ცენტრში. ის ცნობილია 1809 წელს დაყენებული ინგლისელ ადმირალ ნელსონის კოლონით და მრავალი საინტერსესო შენობით. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ქალაქის ერთადერთი ბაზარი და კოლეჯის შენობა, რომელიც განადგურდა ხანძრის შედეგად.



19. Live Oak Friends Meeting House, ჰიუსტონი, აშშ


2000 წელს აშენებული Live Oak Friends Meeting House – არის ფართო საზოგადოებისთვის ღია ადგილი შეხვედრებისთვის. ამ ადგილიდან სასიამოვნოა გათენების და დაბინდების ხილვა - 2 საათის განმავლობაში, შენობაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ თვალი ადევნონ იმას, თუ როგორ იცვლევა განათება მათ ირგვლივ.



წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი