logo_geo
გამოუძინებელ ადამიანებს ალკოჰოლზე დამოკიდებულება ემუქრებათ
- +

12 დეკემბერი. 2017. 02:55



უძილობა ერთ-ერთი მიზეზია იმის, რატომაც ახალგაზრდა ადამიანები სულ უფრო მეტად ეტანებიან ალკოჰოლს. ამ დასკვნამდე იელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები მივიდნენ. ინფორმაციას კვლევის შესახებ გამოცემა PsycNET-ი ავრცელებს.


კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღრმა ძილის არქონა და რეგულარულად ადრე გაღვიძება ადამიანებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.


კვლევისას დადგინდა, რომ ახალგაზრდა ადამიანის ტვინი, რომელიც (ძირითადად) ერთსა და იმავე დროს იძინებს, უფრო მეტად არის უარყოფითად განწყობილი ალკოჰოლური სასმელის მიმართ.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი