logo_geo
კვლევა: თამბაქოს მოწევა ადამიანს არამიმზიდველს ხდის
- +

14 დეკემბერი. 2017. 11:29



თამბაქოს მოწევა ადამიანს არამიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, ნიკოტინი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და გაუხეშებას. ამის შესახებ „dailymail" წერს.


თავდაპირველად, კვლევა ჩატარდა კაცებსა და ქალებზე, რომლებსაც ტყუპისცალი და-ძმა ჰყავდათ. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 23 მწეველ და არამწეველ წყვილზე. შემდეგ კი 500 შემთხვევით პრინციპით შერჩეულ ადამიანს მათი მიმზიდველობის შესახებ ჰკითხეს.


გაირკვა, რომ ფოტოსურათების შედარებისას, რესპონდენტთა თითქმის 70% აღნიშნა, რომ არამწეველი კაცები და ქალები გაცილებით  უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე მწეველები.


მეცნიერები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მარტივია: ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, იწვევს ფერმენტის სინთეზს, რომელიც ანადგურებს კოლაგენს, რომელიც ემსახურება კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს.











 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი