logo_geo
ჩარლზ დარვინის წერილი 125 ათას დოლარად გაიყიდა
- +

14 დეკემბერი. 2017. 14:25



ჩარლზ დარვინის წერილი, ნიუ-იორკის აუქციონზე 125 ათას დოლარად გაიყიდა. წერილში პასუხია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ევოლუციის თეორიის ღმერთის იდეასთან შეთავსება.


1878 წელს დარვინის ნაშრომის „სახეობათა წარმოშობის შესახებ" მკითხველმა ჯეიმს გრანტმა მას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ორი სიტყვით განემარტა, უარყოფს თუ არა ევოლუციის თეორია ღმერთის არსებობას. მეცნიერმა მას 3-გვერდიანი წერილით უპასუხა, რომელშიც მეცნიერების და რელიგიის დაპირისპირებაზე განმარტება არ ისურვა. მან სრულად არ უპასუხა კითხვას, სწამს თუ არა ღმერთის არსებობა. დარვინმა დაწერა, რომ ამ კითხვაზე სრული პასუხისთვის ესეს დაწერაა საჭირო, მას კი ამისთვის არც ძალა აქვს და არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს.


 

 

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი