logo_geo
რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარის ზღურბლზე
- +

10 იანვარი. 2018. 02:51



შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მარილი ოდითგანვე გამწმენდ საშუალებად გამოიყენებოდა. მარილი შესანიშნავია დეზინფექციისა და სხვადასხვა საგნების გასაწმენდად. არ აქვს ტოქსიკური ეფექტი.

 

1. ჭიანჭველებისგან დაცვა - თუ ჭიანჭველებისგან განთავისუფლება გსურთ, დაყარეთ მარილი საჭირო ადგილებში - კარის ზღურბლზე, ფანჯარაზე ან კარადაში. ეს სახლში ტენიანობასაც შეამცირებს.

 

2. სპილენძის, თითბერისა და ვერცხლის გაპრიალება - მარილი ამ მეტალებს იდეალურად აპრიალებს. შეურიეთ ის ვაშლის ძმარს და გაწმინდეთ ისინი.


3. სანიაღვრე არხის წმენდა - გააზავეთ ცოტაოდენი მარილი ცხელ წყალში და აბაზანის ან სამზარეულოს ნიჟარის სანიაღვრე მილში ჩაასხით.

 

4. სახლისა და მანქანის ფანჯრების წმენდა - 2  ს.კ. მარილი 3,5 ლ წყალში გააზავეთ. შეგიძლიათ გაწმინდოთ ფანჯრები და ამოიყვანოთ ჩამჯდარი ლაქები.


5. კანის გაახალგაზრდავება - შეურიეთ მარილი ლავანდის ეთერზეთს ან ზეითუნის ზეთს. ნარევი წაისვით სხეულზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


6. კბილის ტკივილის მკურნალობა - უბრალოდ გააზავეთ მარილი თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში. შედეგი არ დააყოვნებს.


7. კბილების გათეთრება და პირის ღრუს მოვლა - მათეთრებელი ნარევის მისაღებად, შეურიეთ თანაბარი რაოდენობის მარილი და სოდა.


8. რეცხვის გაუმჯობესებული შედეგის მიღება - იმისთვის, რომ სარეცხი რეცხვისას არ დაზიანდეს, სარეცხი მანქანაში დაამატეთ ცოტაოდენი მარილი.


9. ხალიჩებისა და ფარდის ფერების აღდგენა - ხალიჩებისა და ფარდის ფერების აღსადგენად მარილიანი ნაზავი დაგჭირდებათ. მოათავსეთ ნაჭერი მარილიან წყალში, გარკვეული დროის შემდეგ ამოიღეთ და გაწმინდეთ ფარდა ან ხალიჩა.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი