logo_geo
ჯოან როულინგი - მილიონერი მწერალი ქალი
- +

10 იანვარი. 2018. 12:38


 

17 წლის ასაკში ის არ მიიღეს კოლეჯში.

25 წლისას  დედა გარდაეცვალა.

26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა.

27 წლის გათხოვდა. ქმარი მოძალადე აღმოჩნდა, ხშირად სცემდა. მისგან შვილი გააჩინა.

28 წლის განქორწინდა და იტანჯებოდა მწვავე დეპრესიისგან.

29 წლის ასაკში ის იყო თავშესაფარში მცხოვრები,  მარტოხელა დედა.

30 წლისამ თვითმკვლელობა სცადა.

31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი.

35 წლისა  უკვე 4 წიგნის ავტორი იყო.

39 წლის ასაკში ჟურნალმა „ფორბსმა" მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა.

42 წლისამ წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე გაყიდა წიგნის 11 მილიონი ეგზემპლარი.

ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა.









 

right_banner
big_banner
არქივი