logo_geo
აღმოაჩინეს 5000 წლის წინანდელი ქვა, რომელზეც ვარსკვლავის აფეთქებაა ამოტვიფრული
- +

10 იანვარი. 2018. 17:21



მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ინდოეთში აღმოაჩინა უძველესი არტეფაქტი, რომელზეც კოსმოსში მომხდარი კატასტროფაა აღბეჭდილი. ინფორმაციას Quartz-ი ავრცელებს.


არტეფაქტი დაახლოებით 5000 წლის წინანდელია, სპეციალისტები მას ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 3600 წლით ათარიღებენ.


ქვაზე ამოტვიფრული ნიმუში ქაშმირში იპოვეს. ქვაზე ამოტვიფრულია ორი მანათობელი ობიექტი, ასევე ცხოველები და ადამიანები. მანათობელი ობიექტებიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთვარე ან მზეა, მეორე კი სუპერნოვა (ზეახალი ვარსკვლავი). სუპერნოვა ვარსკვლავის სიცოცხლის ფინალურ ეტაპს ჰქვია - როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება და უდიდესი რაოდენობით ენერგიას გამოყოფს. ამავდროულად, ინტენსიური გამოსხივება ასობით და ათასობით წლის განმავლობაში გრძელდება.


ექსპერტებმა სუპერნოვის ბაზაში მოიძიეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა ვარსკვლავი HB9-ის აფეთქება სწორედ ძვ.წ. 3600 წელს დაინახეს.








 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი