logo_geo
როგორ დაიწყო ახალი წლის აღნიშვნა
- +

11 იანვარი. 2018. 12:43



ახალი წლის აღნიშვნა 25 საუკუნის წინათ დაიწყეს. თავიდან ეს ტრადიცია მესოპოტამიაში გაჩნდა (შუამდინარეთი). მეცნიერების აზრით, სამი ათასი წლის წინათ სწორედ აქ დაიწყეს ახალი წლის აღნიშვნა.


სამიწათმოქმედო სამუშაოები მარტის ბოლოს იწყებოდა, როცა ტიგროსსა და ევფრატში წყლის დონე მატულობდა. 12 დღის განმავლობაში ამას კარნავალებითა და ზეიმით აღნიშნავდნენ წარმართული წესით. ერთ-ერთ თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლურსმული `ნაწერების~ თანახმად, ამ დღეებში ყველაფერი ყირაზე დგებოდა და მონა ბატონად იქცეოდა.


თავად კარნავალი ბაბილონურად `ხომალდ-ზღვას~ ნიშნავს და, ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რადგან საახალწლო ზეიმის მრავალი რიტუალი დაკავშირებული იყო მდინარე ევფრატზე ღმერთ მორდუკის წარმოსახვით მოგზაურობასთან. მისტერიის ერთ დღეს გამოსახავდნენ მარდუკის ბრძოლას ქაოსის ქალღმერთ ტიამატის ურჩხულთან, რომელიც დრაკონს ჰგავს.


ნაბუქოდონოსორის მმართველობის დროს ბაბილონში ტყვედ მყოფმა იუდეველებმა ამ დღესასწაულის აღნიშვნა გადაიღეს, იუდეველებისგან ახალი წლის აღნიშვნა ბერძნებთან, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის ხალხებში გადავიდა.




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი